x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ძალადობა ბავშვებზე და ქალებზე, ეს რაა ომის კანონზომიერება თუ ადამიანის ფსიქოლოგიური გადახრა?
image უკაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას კატასტროფული შშედეგები მოჰყვა, დაიღუპა ათეულ ათასობით ადამიანი, განადგურდა ოჯახები, განადგურდა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. რაც ყველაზე საშინელი და კატასტროფულია-დაიღუპნენ ბავშვები.


ომია და ბომბმა, რაკეტამ, ჭურვმა თუ ნაღმმა არ იცის სამხედროების და სამოქალაქო პირების გარჩევა, არ იცის დიდის გამორჩევა პატარისაკენ, ეს ომის სამწუხარო კანონზომიერებაა.


მაგრამ განსაკუთღებით საშინელია ის რაც მოხდა და ხდება უკრაინაში, ესაა ბავშვების, მოზარდების და ასაკოვანი ქალების გაუპატიურებაც.


ომია და ხდება ხოლმეო-იტყვის მავანი, მაგრამ ეს მეტისმეტად მარტივი პასუხი იქნებოდა მისაღებად. ის რაც მოხდა ბუჩაში, მოხდა ირპენში და ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიუღებელია ნორმალური ადამიანებისათვის.



მაგრამ არც ისაა სწორი, მოძალადეების მშობლები დავადანაშაულოთ შვილების საქციელში, არცერთ მშობელს არ უნდა მისმა შვილმა სადისტური ქმედებები ჩაიდინოს, არცეერთ მშობელს არ ესახელება მოძალადე შვილი.


უკრაინაში მომხდარი ძალადობის ფაქტებს გაერო შეისწავლის, ევროკავშირი თუ სტრასბურგის ადამიანთა უფლებების სასამართლო-ეს აღარაფერს შეცვლის არც მოძალადის და არც ძალადობის მსხვერპლის ფსიქიკაში.


დამდგარია შედეგი-სახეზეა ძალადობა და ის მოითხოვს გამოძიებას, როგორც საერთაშორისო კონვენციების დარღვევის ფაქტი, რომელიც ბრალდების სახით წარედგინება მოძალადეებს თუ მოხერხდა მათი გადაცემა საერთაშორისო სასამართლოსთვის.


საინტერესოა ერთი რამ-რატომ არ იშორებენ დაზარალებულები ძალადობის ნაყოფს?-საქმე ხომ არ გვაქვს "სტოკჰოლმის სინდრომთან"?


უკრაინა პირველი ქვეყანა არაა, სადაც მოხდა სამხედრო დანაშაულები, უამრავ კონფლიქტის ზონაში მომხდარა მსგავსი სისაძაგლე, იგივე აშშ-ს სამხედროები მასიურად აუპატიურებდნენ ვიეტნამელ გოგონებს და ქალებს, მსგავსი რამ ხდება სირიაში, ხდებოდა ბალკანეთზე, ხდებოდა აფხაზეთში.


ეს არაა ნორმალური საქციელი, მაგრამ ესაა მუდმივი სტრესის გამოძახილი და არა მხოლოდ ცხოველური ჟინის დაკმაყოფილებით გამოწვეული მოქმედება.
ზოგადად ომი შდარებით ლაბილური ცენტრალური ნერვული სისტემის მქონე ადამიანებში იწვევს ფსიქიურ გადახრებს, რაც გამოვლინდება სექსუალური სახის ძალადობით, სადისტური ქმედებებით თუ სურვილით გაანადგუროს ყველა და ყველაფერი.


აფხაზეთში ჩემი პარტიზანობის პერიოდში, ბევრჯერ შემეძლო მეძალადა ძირითადად სომხური ეროვნების სუსტი სქესის წარმომადგენლებზე, როცა მათ სოფლებში შევდიოდით, მაგრამ ღმერთია მოწმე თავისათვის არასდროს მიმიცია ასეთი სისაძაგლის ჩდენის უფლება, მეტიც არც თანამებრძოლებს ჰქონიათ ამგვარი მოქმედების თუნდაც სიტყვიერი გამოხატვა.


ომი ფსიქიკას უცვლის ადამიანს, რასაც არ ვაკეთბდი აფხაზეთში ან სამაჩაბლოში 2008 წელს, ვაკეთებდი უკრაინაში, დაუფიქრებლად ვესროდი ნებისმიერ ფორმიანს სქესის განურჩევლად.


ფორმაშია-მტერია და თუ მას იარაღი უკავია უნდა განადგურდეს, მაგრამ არც უკრაინაში მისვრია სამოქალაქო პირებისათვის, რომლებიც მრავლად არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ემსახურებიან საოკუპაციო რეჟიმს.


ერთერთ სტატიაზე კომენტარი დადო მომხმარებელმა "მარტოხელელა მონადირე"-მ, რომელსაც ვეთანხმები, სამხედროს მოძალადედ აქცევს ომი და არა აღზრდა, ბევრს ცდუნებისგან იცავს ძლიერი ფსიქიკა, ბევრი კი უკვე გამრუდებული ფსიქიკის გამო ხდება მოძალადე და ბრალის დადება მათი მშობლებისთვის, არ მიმაჩნია მართებულად.

P.S
სურათი საჯაროდ დევს ამ სახით, სხვა შემთხვევაში სახეებს დავბურავდი.

0
185
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
185