x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ისლამური მორალის უპირველესი დამცველი თავად გამოიჭირეს საყვარელთან ერთად ჰიჯაბის გარეშე(ფოტოები)
image

როსტამ ღასემი ირანში ქალის ჩაცმულობის მკაცრი მიმდევარი და დამცველია.


სოციალურ ქსელში ირანელი მინისტრის, როსტამ ღასემის ფოტო ვრცელდება, სადაც ის უჰიჯაბო ქალთან ერთად არის აღბეჭდილი.


ირანული ოპოზიცია აღნიშნავს, რომ ღასემი ამჟამად ირანში ქალთა ჩაცმულობის კოდექსის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მიმდევარია.



ფოტოს ავტორმა, ამერიკელმა ჟურნალისტმა შაჰედ ალავიმ განაცხადა, რომ ფოტოები მის მიერ გადაღებული იყო მალაიზიაში 2011 წელს, ღასემის მეუღლის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ. ფოტოგრაფის თქმით, ირანელი ჩინოვნიკის გვერდით მისი საყვარელია.

image

ახლა როსტამ ღასემი ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრია. წარსულში კი ის იყო ისლამური რევოლუციის გვარდიის (IRGC)მორალის ოფიცერი; ფოტო გადაღებულია, მისი ნავთობის მინისტრობის დროს.

image

image

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის შუა რიცხვებიდან ირანი მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც IRGC მორალის პოლიციის პატრულმა ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. ამინი ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით - ინფარქტით.

გოგონას ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი მისი დაკავების შემდეგ სასტიკი ცემა გახდა.



ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ციხე გაათავისუფლეს, ირანელი "ზომბი ანჯელინა ჯოლი", 21 წლის საჰარ თაბარიმ ტელეარხ Rokna-ზე ნამდვილი სახე გამოჩინა და როგორც გაირკვა, მას დემონური გარეგნობის მისაღწევად არავითარი კოსმეტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია, (იხილე სტატია)

1
995
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
995
  
2022, 2 ნოემბერი, 1:08
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1