საქართველო
"ახლა ხომ ჩანს რამდენი მოღალატე ჰყოლია სააკაშვილს" - ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი
2022, 31 ოქტომბერი, 22:54
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და იმ "მოღალატე, ავადმყოფურად ამბიციური და ბოღმიანი" ადამიანების ვინაობას ასახელებს, ვინც მისი თქმით საქართველოს მესამე პრეზიდენტს ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში გვერდით ჰყავდა:
"ახლა ვსაუბრობთ და მინდა ხმამაღლა გაგიზიაროთ, გუშინ ერთმა გონიერმა ებრაელმა მითხრა: საქართველოში კაცს როგორ უნდა გაუჭირდესო, როგორ უნდა მოშივდეთ ბავშვებსო ასეთი მიწა და ასეთი წყალი გაქვთო, მხოლოდ ეს საკმარისია იმისთვის, რომ მხოლოდ ამიტომ მოსთხოვოს ხალხმა პასუხი ხელისუფლებასო, ჩვენ ებრაელებს უდაბნო გვაქვს და ოაზისისად, სამოთხედ ვაქციეთო, მართალია ეს ყველამ ერთად გავაკეთეთო, ამას რას ვხედავ ტირილი მინდაო ( ძველი თბილისელია).
ჰოდა ახლა ხომ ვხედავთ რა გაუკეთებია იმ კაცს სააკაშვილი რომ ჰქვია და ციხეში კვდება ( კლავენ), არ დამიწყოს ახლა ვინმემ დანაშაულებები იყო ციხეში და სისტემაშიო, დიახ იყო და მახსოვს და იმიტომაც ვიყავი ოპოზიციაში, უკაცრავად და 2002 წელს ოჯახს ტროტილი ამოგვიდეს და მანქანა ააფეთქეს მძღოლიანად ( თბილისის დინამოს უკავშირდებოდა საქმე)და მაშინ არ იყო დანაშაულებები?? ზუსტად იმ წლებში შემოვარდნები პირდაპირ სახლში, ორი ოპერაცია აქვს გადატანილი ჩემს მეუღლეს სწორედ ამ თავდასხმების გამო, ბიზნესის დაუფლების გამო თავს ესხმოდნენ პოლიციის მიერ "დაკრიშული" ბანდფორმირებები, ჯგუფები დიახ, შინაგან სამინისტროს მიერ დაცული ბანდიტები, ვისთვის მომეთხოვა პასუხი შევარდნაძისთვის???
ვერა, ვერ მოვთხოვდი, რადგან ნავთობ-სადენის გამო ( როგორც კი გააკეთა) თავად შევარდნაძე ააფეთქეს და შემდეგ დილის 6 საათზე ელცინმა დაურეკა და უთხრა:" რად გინდა ეს ნავთობ სადენი დაანებე თავიო" ეს ფაქტია. ასე იყო და დღესაც ასეა, გვერძვის რუსეთი და ყველა პრეზიდენტს ებრძოდა და ამ ყველაფერში გამყიდველი ქართველები ჰყავდა ჩართული, ახლა ხომ ჩანს რამდენი მოღალატე, ავადმყოფურად ამბიციური და ბოღმიანი ჰყოლია გვერდით სააკაშვილს, ერთ მხარეს ბურჯანაძე ( პირდაპირ ღიად მოღალატე, ხომ წარმოგიდგენიათ რას სჩაიოდა მაშინ ) და იქით ბოკერია ( უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად) როგორია??????
ჰოდა ნუ მოვაკვლევინებთ მესამე პრეზიდენტს, რომელმაც თურმე თანამედროვე სახელწიფო შექმნა . მაგრა იყავი პრეზიდენტო, ყველაფერი ღირსეულად დამთავრდება, ასე არ დაეცემა ქართველი რომ პრეზიდენტების მკვლელთა სახელმწიფოდ ვიქცეთ!"- წერს ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.