x
image
ლელუ
"ჩაიარა გასართობმა ღონისძიებებმა და დარჩა არაერთი ქალი და გოგო გაუპატიურებული, მალულად ჩაყრილი ნარკოტიკის წყალობით. ეს მხოლოდ ჰელოვინს არ ეხება" - რაზე საუბრობს ბაია პატარაია?

image


უფლებადაცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს:



"ჩაიარა დიდმა გასართობმა ღონისძიებებმა და დარჩა არაერთი გაუპატიურებული ქალი და გოგო, მათ შორის, მალულად ჩაყრილი ისეთი ნარკოტიკის წყალობით, რომელიც ფაქტიურად თიშავს და მეხსიერებას უქრობს ადამიანს.


მე შემეძლო აქ დამეწერა, რა სიფრთხილის ზომები უნდა მიიღონ ქალებმა, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს ისევ ქალებს ავკიდო ზურგზე დამატებით უსაფრთხოების ზომები მაშინ, როცა ისედაც სულ შიშში და სიფრთხილეში ცხოვრობენ ქალები.


ამის ნაცვლად ხალხს მოგიწოდებთ: გაზარდეთ კაცები! ასწავლეთ ქალისაგან თანხმობის მიღების მნიშვნელობა და აუცილებლობა! "გაზარდეთ" არ მიემართება დედებს ამ შემთხვევაში, "გაზარდეთ" მიემართება მამებს, ბიძებს, ძმაკაცებს, სკოლას, მეზობლებს, დამსაქმებელს... კაცებს ყველაზე მეტად სწორედ სხვა კაცები ზრდიან მენტალურად!


მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას" და ოპოზიციონერ დეპუტატებს - მიიღეთ გაუპატიურების სწორი და თანამედროვე დეფინიცია! თანხმობის არარსებობის/ნაკლოვანების შემთხვევაში ყველა სქესობრივი აქტი არის გაუპატიურება! ასეა ყველა საერთაშორისო სტანდარტით და ასე უნდა იყოს საქართველოშიც!
მოვუწოდებ დიდ კლუბებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ უგონო ან უკიდურესად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ. გადაიყვანონ ისინი საკუთარი მეთვალყურეობის ქვეშ. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის ნებაყოფლობით არ ხდება ადამიანის ამ კონდიციაში ჩავარდნა. არ აქცევენ ამას ყურადღებას დღეს კლუბები და არაერთი ქალის გაუპატიურება ხდება ამ სივრცეში.


გაიღვიძოს და გონზე მოვიდეს განათლების სამინისტრო, რომელიც დღემდე საპატრიარქის ტყვეობაშია და ხმას ვერ იღებს სქესობრივ განათლებასა და სხეულებრივ უსაფრთხოებაზე და გენდერულ ძალადობაზე. სწორედ სკოლაში უნდა ისწავლებოდეს ძალადობის ამოცნობა, თავის დაცვა და თანხმობის არსის და ქალთა უფლებების სწავლება.


ეს არაა ჰელოვინის პრობლემა, ახალ წლებში, ქორწილებში და დაბადების დღეებზეც იგივე ხდება - გოგოების და ქალების მოტყუებით დათრობა სხვადასხვა საშუალებით, მერე მათი გაუპატიურება და მერე დაუსრულებელი ყროყინი, რომ მოძალადე არაფერ შუაშია! მთვრალ და მით უმეტეს უგონო მდგომარეობაში მყოფ ადამიანს სექსი არ სურს, გამოძინება სჭირდება და მერე ფხიზელზე მოიფიქრებს, ვისთან რა ურთიერთობა გააბას!


გაუპატიურება არის ძალიან, ძალიან, ძალიან გავრცელებული დანაშაული და წელიწადში მხოლოდ 100-200 ქალი ბედავს პოლიციაში დარეკვას. ამიტომაც არიან გაბლატავებულები კაცები! დაუსჯელობა ახალისებს დანაშაულს! ჩვენ გარშემო არიან სერიული რეპისტები (გამაუპატიურებლები), რომლებიც cool ტიპებად გვევლინებიან და ყველა მათთან ძმაკაცობს.


ეს უნდა დასრულდეს!

25 ნოემბერს ისევ ქუჩაში გამოვალთ ქალები და კიდევ ერთხელ ხმამაღლა მოვითხოვთ გაუპატიურების აკრზალვას და დასჯას. დღეის მდგომარეობით გაუპატიურების ნახევარი დანაშაულადაც კი არ ითვლება და ეს სამარცხვინოა!" - წერს ბაია პატარაია.
1
187
2-ს არ მოსწონს
ავტორი:ლელუ
ლელუ
187
  
2022, 31 ოქტომბერი, 17:13
გაუპატიურება დასჯადია საქართველოში,ნუ აქამდე იყო და რამე შეიცვალა? შესაძლოა ბაიას თავში იცვლება რაღაცეები,მარა გვაქვს ეგ ნორმა კანონში. ასერომ ბაია,ბასილას ფულები აგცდა და ეხლა ახალ გრანტზე იჩალიჩე
0 1 1