ქალი და მამაკაცი ჩვევები, რის გამოც მამაკაცი გაგექცევათ 2022, 31 ოქტომბერი, 11:09 სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული სათნოებაა, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.
საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ასევე, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება. როგორც წესი, მამაკაცები ცოტა რთულად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს ქალებისგან განსხვავებით, რომელთაც უფრო აშკარა, ღია ემოციური დამოკიდებულება აქვთ ამ გრძნობის მიმართ. მაგრამ, თქვენ თუ ა ჩვევებიდან რომელიმე ან ყველა მათგანი გახასიათებთ, იცოდეთ, რომ მამაკაცი უთუოდ გაგექცევათ. ჩვევები, რის გამოც მამაკაცი გაგექცევათ1. მოუსვენრობა. თუ მუდმივად ცმუკავთ, მოუსვენრობთ, ეს მამაკაცს აგრძნობინებს, რომ არ შეგიძლიათ ნერვების გაკონტროლება. 2. თმებით თამაში. თუ ხშირად გახასიათებთ საკუთარი თმებით თამაში, იცოდეთ, რომ ამ ჩვევით უთუოდ დააფრთხობთ მამაკაცს. 3. თავდაცვითი პოზა. თუ მკერდზე ხელების გადაჯვარედინება თქვენი საყვარელი პოზაა, ამაოდ, რადგან ამით აბრთხობთ თქვენს პარტნიორს. 4. ჩლატუნით სიარული. თუ, ასე რომ ვთქვათ, დაჩლატუნებთ, ამით ვერანაირად ვერ მიიქცევთ მამაკაცის ყურადღებას. თუმცა, ყველაფერი დაკარგული არ არის, უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე და სიარულის ჩვევა გამოასწოროთ. 5. ღიმილის ნაკლებობა. ღიმილი გამოხატავს თავდაჯერებულობას, გახსნილობას და კეთილგანწყობას, ამიტომ მანდილოსანი, რომელიც ხშირად იღიმის, უფრო მიმზიდველი და სასიამოვნოა. მოღუშული სახის გამომეტყველება უკარგავს ნებისმიერს გაცნობის და საუბრის სურვილს. 578 5-ს მოსწონს |
ასევე,ვერ ვიტან ძალად მოგონილ უფლებებს და ქალთა უფლების გამოცალკევებას,რადგან ვფიქრობ,რომ ეს უფრო მეტ პრობლემას უჩენს ქალებს. როგორც კვოტირების ამბავი იყო,ყოველი მესამე უნდა ყოფილიყო ქალი სიაში,რაც არასწორია. თუ ადამიანი არის პროფესიონალი,მაშინ სქესს მნიშვნელი არ უნდა ქონდეს და თუ არაპროფესიონალია,მაშინ უფრო მეტი დისკრიმინაცია,რადგან ხაზს უსვავს სქესს და ამის გამო აყავთ სადღაც. თან რატომ მესამე,თუ მცოდნე არის და ასეთი ბევრია,რატომ არ უნდა დაკომპლექტდეს ათეული ან ასეული ქალებით? ერთერთ ფემინისტურ ორგანიზაციაში მქონდა ამაზე საუბარი და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მითხრა რო არასწორად ვმსჯელობდი და ვიყავი მოძლადე,ხოლო მე ვუთხარი,დიდი ხანია მიცნობ და ერთი ფაქტი დამისახელე,როცა მე ირიბად ან პირდაპირ ვიძალადე ქალზე ან ზოგადადთქო. პასუხი ვერ გამცა,რაგდან ეგეთი ფაქტი არ არსებობს,ხოლო როცა ვამბობ ზემოთ ნათქვამს,ზუსტადაც ქალების მხარეს ვიჭერ და მათ ვიცავ,როგორც მოძალადე კაცებისგან,ასევე ენჯეოშნიკებისგან.
რაც შეეხება იმას,რომ არსებობენ მსხვერპლი ქალები,ამაში დამნაშავენი ისევ ქალები არიან. ეხლავე გეტყვით რას ვგულისხმობ,საქართველოში არსებობს მანკიერი ტრადიცია და შვილებს დედები ზრდიან,მათ შორის მოძალადე კაცებსაც. 180 გრადუსით საპირიპირო მოსაზრება მაქვს ამ ტრადიციაზე,მაგრამ ეგ ცოტა სხვა თემაა. თვითონ დედები ზრდიან მოძალადე კაცებს და თუ გვინდა ეშველოს ამ საქმეს,მაშინ შვილების აღზრდა უნდა ვისწავლოთ. ყველაფერი დედების ხელშია და ეს უნდა გამოიყენონ. არ იფიქროთ,რომ ვინმეს განვსჯი,ფაქტი ავღნიშნე უბრალოდ. მაგალითსთვის,მახსოვს,როგორ მარიგებდა დედაჩემი და რას მეუბნეოდა ასეთ შემთხვევებზე. მას ქონდა შვილების აღზრდის სრული თავისუფლება ოჯახში,მამაჩემიც მონაწილეობდა,მაგრამ დედაჩემი განაგებდა ყველაფერს ამ მხრივ. სულ მეუბნეოდა და ახლაც იგივეს ამბობს,თუ ცოლი გიყვარს,მაშინ დედოფალივით უნდა მოექცეო,ხოლო თუ არა,მაშინ ის შენი ცოლი არ უნდა იყოსო. ისიც ვიღაცის შვილია,შენც გეყოლება შვილი და ვიღაცამ რო გაგიუბედუროს არ მოგეწონებაო,მერე ესე აყოლებდა,ეს გახსოვდესო და გაიღიმებდა ხოლმე. ისე რო არ გამოვიდეს მამაჩემზე,მშობელთა კრებებზე მამაჩემი დადიოდა და ერთხელ მახსოვს რო ვერ მოეცალა ამისთვის.