ფოტოგრაფია სამახსოვრო კადრები, რომლებმაც წლებთან ერთად სულ სხვა ღირებულება შეიძინა 2022, 30 ოქტომბერი, 15:41 ![]() ადამიანებს ყოველთვის იზიდავს ის, რაც იდუმალებით არის მოცული. ეს იშვიათი და უნიკალური ფოტოსურათებიც სწორედ ამიტომ იძენს ამხელა მნიშვნელობას, რომ მათზე ერთი თვალის შევლებითაც კი შესაძლებელია ისტორიას შეეხო და აქამდე უხილავ არაერთ საიდუმლოს ახადო ფარდა. გეპატიჟებით წარსულის სხვადასხვა კუთხეში სამოგზაუროდ, სადაც აქამდე უცნობ, არაერთ საინტერესო დეტალს აღმოაჩნეთ.![]() ფოტოზე ელვის პრესლი ჯონი კეშის პარიკმახერად გვევლინება, 1960 წელი![]() ვირთხა ჰექტორი - პირველი ასტრონავტი, რომელიც საფრანგეთმა 1961 წელს კოსმოსში გაუშვა, სადაც მან 8 წუთი დაჰყო, რის შემდეგაც ის წარმატებით დაბრუნდა უკან ჯანმრთელი და უვნებელი (გაფრენიდან რამდენიმე საათით ადრე მან კაბელები გადაღრნა, რის გამოც ინფორმაციის გადაცემა შეწყდა. 8 წუთიანი ფრენის შემდეგ მღრღნელი ხმელეთს წარმატებით დაუბრუნდა)![]() როგორ ფიქრობთ, ძროხას უსაქმურობის გამო ღებავენ? ასე ცდილობდნენ 1939 წელს ცხოველის მანქანის დაჯახებისგან გადარჩენას![]() ოჰ, ეს ვიქტორიანული ეპოქა! ბალ - მასკარადები, ფაშფაშა კაბები! და კორსეტებით დასახიჩრებული აი, ასეთი ნეკნები, 1882 წელი![]() როგორ ფიქრობთ, ეს რომელი ქალაქი და ეპოქაა? ვერაფრით გამოიცნობთ! იმიტომ რომ მაშინ მუცლის ცეკვას ეს მომხიბლავი ლამაზმანი მკაცრი ტრადიციების მქონე ლონდონში ცეკვავდა, და ეს 1968 წელი იყო![]() 1911 წელს ბავშვები მაღაროებში აქტიურად მუშაობდნენ, სწორედ ისინი გახლდნენ კონვეიერზე დამხარისხებელნი1946 წლისთვის ასეთი ქორწილი საკმაოდ ეგზოტიკურად ითვლებოდა![]() ორი ვარსკვლავი - სოფი ლორენი და ჯეინ მენსფილდი, ფოტო 1957 წელს კინოკომპანია "Paramount"-ის მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე იქნა გადაღებული![]() ბროდვეი, 1937 წელი, ბროდვეიზე გოგონების შოუსთვის შერჩევა![]() 60-იან წლებში ერაყში სხვადასხვა ტანსაცმელში ჩაცმული ქალების ნახვა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო![]() ჯერ კიდევ 1991 წელს პრინცესა დიანამ შიდსით დაავადებულ პაციენტს ხელთათმანის გარეშე ხელი ჩამოართვა, იმ ეპოქისთვის ეს ნამდვილ გმირობა იყო!![]() ეს 1918 წელს გადაღებული ფოტოა, როდესაც გრიპი მძვინვარებდა, კადრში სან-ფრანცისკოელი პოლიციელი გამვლელს ნიღბის არ ქონის გამო საყვედურობს![]() ჰოლანდიური წინააღმდეგობის მშფოთვარე სიხარული ადოლფ ჰიტლერის გარდაცვალების გამო, 1945 წელი![]() მეორე მსოფლიო ომის დროს მიქელანჯელოს დავითის ქანდაკება აგურით მოაპირკეთეს, რათა ის დაბომბვის შედეგად არ დაზიანებულიყო![]() 1920-იან წლებში გერმანიაში ასეთ სამაშველო ჟილეტებს ატარებდნენ, რომლებსაც საბურავებისგან ამზადებდნენ![]() ჯეიმს კამერონს "ტიტანიკის" გადაღებებს შორის ასეთ გარემოში უწევდა დასვენება318 1-ს მოსწონს |