x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკელმა გადაიღო ასობით ვიდეო, რომლებშიც თავი მკვდრად წარმოაჩინა და წარმატებასაც მიაღწია
image

შედეგად, ის მიიწვიეს სერიალში, როგორც გვამი





ჯოშ ნალიმ აშშ-ს კენტუკის შტატიდან TikTok-ზე გამოაქვეყნა 300-ზე მეტი მოკლე ვიდეო, სადაც ის ასახიერებს გვამს სხვადასხვა პოზაში და სხვადასხვა ფონზე.


ერთწლიანი ძალისხმევის შემდეგ, მამაკაცმა მიიღო მოწვევა CBS-სგან, რათა მონაწილეობა მიიღოს სერიალის გადაღებებში.



საკუთარ ვიდეოებში ჯოში წევს ბალახზე, მიწაზე, სახლის იატაკზე, ან ზის კედელზე მიყრდნობილი – ის საკუთარ გვამს განასახიერებს.


ჯოში ამბობს, რომ მას ძალიან უყვარს გადაღება, მაგრამ არ არის მზად კამერის წინ ისაუბროს ან რაიმე მოიმოქმედოს. მაგრამ, სამაგიეროდ ამერიკელი დარწმუნებულია, რომ მას ძალზე დამაჯერებლად შეუძლია გვამის თამაში. მისი აზრით, ბოლო დროს ამას სულ უფრო და უფრო უკეთ აკეთებს.

image


-არ მიყვარს კამერასთან საუბარი, მაგრამ შემიძლია დაწოლა და ისე ვიქცევი, თითქოს მკვდარი ვარ. 300-ზე მეტი მსგავსი ვიდეოს გადაღების შემდეგ, სულ უფრო და უფრო ვუმჯობესდებოდი. თავიდან ბევრი ხედავდა ჩემს სუნთქვას, ან ყალბი სისხლი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. სისხლს ახლა აღარ ვიყენებ და სუნთქვის შეკავებაც უკეთ შემიძლია“, - განაცხადა მამაკაცმა.


ჯოშის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა CBS-დან სერიალის პროდიუსერებისგან მიიღო მოწვევა, ბუნებრივია, მან მიიღო გვამის როლი.


42 წლის მამაკაცმა თავისი პირველი სცენა ენთუზიაზმით ითამაშა, თუმცა პირველი გადაღება ვერ მოხერხდა, რადგან დაავიწყდა ტელეფონის გამორთვა, რომელმაც ყველაზე შეუფერებელ დროს დარეკა.


ახლა ჯოში აგრძელებს ვიდეოების გადაღებას, მაგრამ ამჯერად უკვე სერიების რეკლამას აკეთებს, რომელიც მალე გამოვა და რომელშიც მან მიიღო სასურველი როლი.

0
111
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0