x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბრიტანელ ქალს, რომელმაც უკრაინიდან ლტოლვილი შეიფარა, მონათმფლობელობა დაბრალდა
image

ბრიტანეთის მცხოვრებმა, 42 წლის ჰანა დებენჰემმა მიმართა თანამემამულეებს, რომ „ორჯერ დაფიქრდნენ, სანამ უკრაინელი ლტოლვილებისთვის თავიანთი სახლების კარებს გააღებენ“.


ბოლო ორი თვე ჰანასთვის რთული იყო: მთელი ამ ხნის განმავლობაში მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო მონობის ბრალდებით. ჰანა და მისი ქმარი არაერთხელ დაკითხეს. მან ამ პერიოდს ყველაზე უარესი უწოდა საკუთარი ცხოვრების განმავლობაში, წერს ბრიტანული გამოცემა Daily mail-ი.


ყველაფერი იმით დაიწყო, როცა ჰანამ და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს მიეღოთ ახალგაზრდა ლტოლვილი უკრაინიდან. 30 წლის ქალბატონი არა მხოლოდ მათ სახლში ცხოვრობდა უფასოდ, არამედ იღებდა ფულს კვირაში 2-3-ჯერ როგორც დებენჰემის ერთ-ერთ ქალიშვილის ძიძა.



უკრაინელი 10 წლის ქალიშვილთან ერთად ჩამოვიდა. ბრიტანელები მათ ყველანაირად ეხმარებოდნენ - მათთან ერთად დადიოდნენ სოციალური სერვისების ოფისებში, ბანკებში, სკოლებში, მიჰყავდათ პიკნიკებზე.


თავიდან ურთიერთობა მშვენივრად განვითარდა, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ უკრაინელი ქალი ისე შეეჩვია სახლს, რომ შეწყვიტა წესიერების მინიმალური სტანდარტების დაცვა - აგროვებდა აუარებელ გასარეცხ ჭურჭელს, არ ალაგებდა სახლს და ნაგავს აქეთ იქით ყრიდა. .


კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლტოლვილმა სკანდალი მოაწყო - დიასახლისმა უარი უთხრა მანქანით რაღაც შეხვედრაზე წაყვანაზე. შემდეგ კი ჰანამ ლტოლვილს ფრთხილად შეახსენა სხვის სახლში მოქცევის წესების შესახებ.


უკრაინელი მიყუჩდა, თუმცა როგორც ჩანს წყენა გულში ჩაიდო.რამდენიმე დღის შემდეგ კი ჰანას გამოუცხადა, რომ სხვაგან გადადის საცხოვრებლად.


ჰანა იმ დროს სამსახურში იყო. როდესაც, რაც მან ტელეფონი გათიშა, მასთან პოლიცია მივიდა. სამართალდამცავებმა განაუცხადეს, რომ მას ბრალი ედებოდა „თანამედროვე მონათმფლობელობაში“.

image

თავის განცხადებაში უკრაინელი წერდა, რომ დებენჰემები მას აიძულებდნენ, რომ " ემუშავა, ბავშვებისთის მოევლო და დაესუფთავებინა სახლი უფასოდ, " და ამას ყველაფერს აკეთებდნენ უკრაინელი ლტოლვილების დახმარების საფარქვეშ".


თუმცა ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ პოლიციამ საქმე მტკიცებულებების არქონის გამო დახურა.

0
246
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0