x
მეტი
  • 01.10.2024
  • სტატია:137375
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511330
დედის დაკარგვის შიში... რას ჰყვება ვაჟა-ფშაველას მეზობელი ქალი
დედა ყველაზე წმინდაა... დედის მიმართ ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს სიყვარულსა და პატივისცემას. რაც არ უნდა გავაკეთოთ, როგორც არ უნდა გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები, დედის ამაგი შეუფასებელია, მაგრამ რაიმე ხერხითა და ფორმით უნდა შევძლოთ...
სამწუხაროდ, ზოგი ვერ ახერხებს, ვერ ასწრებს, იგვიანებს... დედა მიდის... და მერე ნანობ დაკარგულ დროს. დროს, რომელსაც უკან ვერ დააბრუნებ და ვერ შეცვლი ისე, სინდისთან ბოლომდე მართალი იყო.
სწორედ იმიტომ რომ არ დავკარგოთ დრო, რომელიც ისედაც მალე მიფრინავს არ უნდა დავიზაროთ არც ერთი წამი და ყოველ დღე ისე ვიცხოვროთ როგორც უკანასკნელი ...ისე გამოვხატოთ გრძნობები დედის და სხვა საყვარელი ადამიანების მიმართ, რომ არასდროს დაგვუფლებოდეს დანაკლისისა და სინანულის გრძნობა.
image
ვაჟა-ფშაველას მეზობელი ქალი ჰყვება:
დიდი ვაჟკაცი იყო ვაჟა-მონადირე, გაუტეხელი, ჩხუბშიც პირველი. ერთ რამეს დავუკვირდი. ხეზე არ ადიოდა. გამიკვირდა და ვკითხე:
- ვაჟავ, ამ ვაშლს რომ სხვებს ეძახი და აკრეფინებ, შენ რატომ არ ადიხარ?
- ბალღობაში სულ მაღალ ხეებს მოვევლებოდი კენწეროში, ჩიტის ბუდეებს ვეძებდით, თავიც მოგვქონდა ბიჭობით. დედას შეატყობინეს ერთხელაც- შენი ლუკა კლდის პირას მდგარ ხეზედაა კენწეროზედ ასულიო.
გულგახეთქილი მოჰქანდა, გზაში მანდილი მოუხდია, იმის ფრიალით. ხის ძირზედ დაიჩოქა და სულ: დედის სიცოცხლევ, ფრთხილად ჩამოდიო, ტკბილად მევედრებოდა. ჩამოვედი. ჩამიხუტა. მკოცნა. მერე მითხრა:
- შვილო, შენ რომ ხეზედ ახვალ, იცოდე, იმავ წამს დედა მოგიკვდება!
- აი, ხომ წლები გავიდა, დედა სადღა მყავს, მაგრამ მე ხეზედ ასვლას რომ დავაპირებ, მუხლები მიკანკალებს...
სულ დედის დაკარგვის მეშინია”.
0
100
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0