ტენდენციები დაპრინტული ჯინსის ახალი თაობა- რასთან და როგორ ვატაროთ იგი 2012, 25 სექტემბერი, 23:37 ჯინსის მოყვარულებისთვის ალბათ საკმაოდ საინტერესო სიახლეა დაპრინტული ფაქტურის მქონე ჯინსი. თუმცა, ამგვარი ჯინსის თამამად ტარება, ცოტა არ იყოს და "სარისკო" საკითხია, რადგან პრინტი ფორმებს ერთი-ორად დიდ რეზოლუციაში აჩენს - ანუ მარტივად რომ ვთქვათ ამსხვილებს კიდურებს. მაგრამ ალტერნატიული გზა, მოდის სამყაროში ნებისმიერი სიტუაციისთვის არსებობს, ამ მხრივ არც დაპრინტული ჯინსის მოყვარულებს დასწყდებათ გული. თქვენ შეგიძლიათ ამგვარი ფაქტურის მქონე ჯინსის პერანგი, მოსასხამი ან სულაც ბრიჯი ატაროთ, ისე რომ მოდურად გამოიყურებოდეთ და არც გამომწვევად ჩაცმულის იმიჯი მოგაკერონ გარშემომყოფებმა, თუკი მაინც და მაინც იდეალური ფორმებით ვერ დაიკვეხნით. 737 4-ს მოსწონს 1-ს არა
|