x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"წლები გადის,არაფერი იცვლება რუსეთი, თურქეთი…ახლა, ამერიკაც, რომლისთვისაც ჩვენ მხოლოდ იარაღი ვართ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში"-ხათუნა ხოფერია

image

ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი 1995-2004 წლებში ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში 8 წლის წინანდელ პოსტს აზიარებს, რომელსაც ახალ სტატუსს ურთავს და აღნიშნავს, რომ წლები გადის და არაფერი იცვლება...რუსეთი, თურქეთი და ახლა ამერიკაც, "რომლისთვისაც ჩვენ მხოლოდ იარაღი ვართ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში…"


"წლები გადის, მაგრამ არაფერი იცვლება…
რუსეთი, თურქეთი… ახლა, ამერიკაც დაემატა… დიახ, ამერიკა, რომლისთვისაც ჩვენ მხოლოდ იარაღი ვართ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში…
საქართველო სახელმწიფოა! დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი და ღირსეული!
ამას ყველა უნდა შეეგუოს და ანგარიში გაუწიოს!
შორს ჩვენგან ილუზიები, ბრმა მორჩილება და სხვის წისქვილზე წყლის დასხმა!
მხოლოდ პრაგმატული პოლიტიკა!
მხოლოდ სამშობლოს ეკონომიკური ძლიერება და უსაფრთხოება, რომელიც თავის თავში მოცავს კულტურას, ტერიტორიებს, რწმენას, ტრადივიებს ანუ, ჩვენ იდენტობას!
დღეს ხალხი და ხელისუფლება ერთად დგას!
დღეს ხალხი და ხელისუფლება საქართველოს უსაფრთხოების სადარაჯოზეა!
დღეს, როგორც არასდროს, შეუძლებელია ჩვენი სამშობლოს გამოყენება საკუთარი ინტერესების და ვინმეს ინტერესების წინააღმდეგ!
ჩვენ ერი ვართ!
ჩვენ ვართ სახელმწიფო!"-წერს ხოფერია.
ეს კი 8 წლის წინანდელი პოსტი
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა!!!!!
საუკუნეებს გამოყოლილი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლრმა ქართველი ერის ისტორიაში.
პრობლემა, რომელიც მუდმივად არსებობდა, მაგრამ სახვადასხვა რეალობაში სახეს იცვლიდა.
რუსეთი, ქართული ეთნოსოს ქვეცნობიერში არქეტიპად ჩამოყალიბებული მტრის ხატი!
ასწლეულებით გაგრძელებული ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა! რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული ეროვნული გმირები. დაუძინებელი მტრის მეზობლად გაზრდილი თაობები.!... პატრიოტობა, ქართველობა, მამულიშვილობა, რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან გაიგივებული ცნებები.
ეს ყველაფერი იყო!!!!! ეს საქართველოს წარსულია!!!!!
ეროვნულ- განმანთავისუფლებელი ბრძოლა 90-იანი წლების დასაწყისში დამთავრდა!!!!
საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბდა. საკუთარი კონსტიტუციით, არჩეული სახელისუფლები შტოებით, საგარეო და საშინაო პოლიტიკით, კარგად თუ ცუდად, დამოუკიდებლად განვითარებადი ეკონომიკით... და ა, შ.
პუტინი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი არ არის!!!!!!!!!!!!!!!
მას ვერ მოვთხოვთ საქართველოს კეთილდღეობისთვის ზრუნვას! არ გვაქვს უფლება მოვთხოვოთ, უარი თქვას რუსთის სახელმწიფოს "ინტერესებზე".
ჩვენ გვაქვს უფლება, ჩვენი ხელისუფლებისგან მოვითხოვოთ პოლიტიკურ და დიპლომატიურ დონეზე გავლილი და დაგაჭრილი საკითხები, დიპლომატიური ნოტები, საპარლამენტო დებატები, დადგენილებები, რეზოლუციები, განცხადებები რუსეთის მიმართ...... და თუ უნდა ვიმეზობლოთ, კეთლი იყოს ჩვენი მეზობლობა, თუ უნდა ვიომოთ, ვიმოთ როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მეომრებმა!!!!......
მაგრამ, სანამ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ერქმევა, ეროვნულ- განმანთავისუფლებელი "ბრძოლები" უნდა დამთავრდეს!!!!
უნდა დამთავრდეს ქართველი ეთნოსის ქვეცნობიერთან თამაში, უნდა დამთავრდეს ეროვნული გმირის მანტიის მოსხმის მცდელობა ათასი რჯულის ავანტიურისტისგან!!!!
რუსეთის თემა ვერ გახდება პოლიტგვამების განბანვის წყარო!
ყველამ უნდა გავიგოთ, რომ ამ თემით მანიპულირება, ( საქრთველოს განთავისუფლებისთვის ბრძოლა), ისევ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული !!!!
7
353
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
353
  
2022, 28 ოქტომბერი, 20:25
სანამ ადამიანს არ მოვექცევით ისე,როგორც იმსახურებს და მათ ჩავთვლით მონებად,სულ იქნება რუსეთის გავლენა საქართველოში. გინდა გაგდო და ამოძირკვო რუსეთი საქართველოდან? მაშინ ადამიანებს სჭირდებათ მეტი თავისუფლება,სასამართლო სისტემა სამართლიანი და საკუთრების უფლება. ეს სამი რამე შეასრულოს ერმა და რუსეთი ვერასოდეს ვერ გაჭაჭანდება საქართველოში. რუსეთი მიტომ არის საქართველოში,რომ ქართველ ხალხს უყურებენ როგორც მონებს და როცა უნდა მაშინ წამოარტყავენ თავში.უმეტეს შემთხვევაში,ქართული სახელმწიფო უტყაპუნებს თავის მონებს ქვეყანაში,ხოლო ეს ჯალათი გმირი გამოდის მიშიკოსავით და იქეთ ბიძინიზე ლამის ილოცონ. საქართველო არის მონათა ქვეყანა და თვით აღმაშენებელი ან ერეკლე ან მაკედონელი ვერ გაამარჯვებინებს ამ ქვეყანას.მონა რუსეთში იქნები თუ ამერიკაში აზრი? მონა მონაა და მას აზროვნება არ შეუძლია,როგორც ქართველ ხალხს. თუ მონამ იაზროვნა,ის მონა აღარ იქნება
2022, 28 ოქტომბერი, 20:15
ეხლა,დავბრუნდეთ უკან და გადავხედოთ,რომელმა მთავრობამ უზრუნველყო ეს უფლებები და რომელმა შექმნა დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო? არცერთმა და აქვეა პასუხიც,საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი არცერთი მთავრობა არ ყოფილა და არც პროამერიკული ძალა. ნუ ზვიადის მთავრობას არ ვათვლი,რადგან ვერ გავიგეთ,რა ან როგორ სურდათ. გადახედეთ პარლამენტს,პიონერები არის დეპუტატთა უმრავლესობა და რისი იმედი გვაქვს. ერთადერთი პარტია,რომელიც არ არის პიონერთა არის გირჩები,რომლებიც არ მოგწონთ და იარლიყებს აკრავთ. მახსოვს,როცა ჰერმან საბო იყირდა კენჭს მთაწმინდაზე და სავალდებულო ჯარზე იყო დებატში,ესეთი რამე თქვა,რომ სავალდებულო ჯარი უნდა გაუქმდესო. კონკურენტებიდან ყველა და თვით წამყვანიც შეეწინააღმდეგა,როგორ შეიძლება ეგეთი რამეო. ესეთი რამე გამოირკვა,რომ თურმე მარტო ჰერმან საბოს ჰქონია გავლილი სავალდებულო სამხედრო სამსახური იმ სტუდიაში მყოფი მამრი კანდიდატებიდან. პრივილეგირებული სასტავი არ იფიქრებს ამ სავალდებულო ჯარის გაუქმებაზე,რადგან იაფი მუშა ხელია და საზარბაზნე ხორცი ომში,ხოლო თვითონ არ ეხებათ და არც მიდიან. ჰერმანმა ის თქვა,რაც ნახა და რა მომზადებაც გაიარა,სხვები რითი ხელმძღანელობდნენ? პრივილეგიებით,არ იციან ჯარები,მარა პრივილიგერიბეულ ფენას სჭრდება მონა.
2022, 28 ოქტომბერი, 20:03
გირჩებს აქვთ ერთი და იგივე კითხვები ყველა კანდიდატთან,რაც ძალიან კარგია და დაიწყო საუბარი იმ ამერიკულ ღირებულებებზე,რითაც ამერიკა გახდა ძლევამოსილი ქვეყანა და არა ფსევდო უფლებებზე,რაც პრივილეგიებია. ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გასცა პასუხი კითხვას,ვის ეკუთვნის პიროვნების სხეული. პასუხი მარტივია და ვერ პასუხობენ,კომუნისტური კანონონთა კრებულით სარგებლობენ. ეს ხალხი აირჩიეს სხვადახვა პარტიებმა და ენჯეოებმა,რომლებიც პოზიციონირებენ,როგორც პროამერიკული ორგანიზაცები. თვალსაჩინოებისთვის,კარგი დასანახია,რომ ამ ორგანიზაციებს არაფერი აქთ ამერიკული გარდა ფულისა,გარტყმაში არ არიან ამერიკულ ღირებულებების. ალბათ,გიჩნდებათ კითხვა,რა არის ამერიკული ღირებულებები? ამერიკული ღირებულებებია:საკუთრების უფლება,თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება. ვის ეკუთვნის ადამიანის სხეული სამივე ამ ღირებულებას ეხება და არც ისეთი საღლიცინო კითხვაა,როგორც ბევრს გონიათ,მაგრამ მარტივია,ნუ ჩემთვის მაინც. ადამიანის სხეული ეკუთვნის ადამიანს და არავის მის გარდა,არავის აქვს უფლება ხელყოს ეს უფლება ან ნაწილობრივადაც შეზღუდოს ის. არავის ეგონოს რო ეს არის აბსოლიტური,ეს ავტომატურად იზღუდება,როცა სხვა თავისუფალი პიროვნების საკუთრება შემოდის,თუ სადაოა და ვერ გაერკვია ორი ადამიანი ერთმანეთში,მაშინ მიდიან სასამართლოში,რომელიც უნდა იყოს დამოუკდებელი და სამართლიანი.
2022, 28 ოქტომბერი, 19:52
ერთი კვირაა,რაც სახალხო დამცველის კანდიდატების გასაუბრება მიმდინარეობას პარლამენტში და სრული მარაზმია. სახალხო დამცველს ბიუროკრატი არ უნდა ირჩევდეს და აქ გვაქვს უკვე პრობლემა,მერედა დაზეპირებული ტექსტებით მოძრაობს ყველა კანდიდატი. კანონში ასე წერია და კანონში ისე წერია აკერიათ პირზე. არის კანონები,რომლებიც დრო მოჭმულია და კანონში ასე წერია გამოუსადეგარია,თუ ხარ სახალხო დამხველი,მაშინ ამაზე უნდა იბრძოდე. თუ კანონს მოძველდა და არ შეესაბამება დღევანდელობას უნდა გააუქმო,რასაც არ აკეთებენ სახალხო დამცველები. ეს ხალხი სხვადასხვა ორგანიზაციების რჩეულები არიან,ხოდა შეხედეთ მათ,ეს არის მტკიცებულება იმის,თუ რატომ ვართ ტრ... და არა ის,რომ რუსეთი ან ამერიკა არის ბუა
2022, 28 ოქტომბერი, 19:46
სხვა საქმეა,რა გვინდა ჩვენ,როგორც ქვეყანას ან რა მიზნებით ვმოძრაობთ ან რა მეთოდებით ვცდილობთ წინ წასვლას? ვიცით? ჩემი აზრით,არ ვიცით და აგერ უკვე 30 წელია ვერ გაგვირკვევია. პრობლემა არც ამერიკაა და არც რუსეთია,პრობლემა ჩვენშია და ამის გააზრება გვიჭირს, პროდასავლურ კურს ვირჩევთო ვიძახით და გაუაზრებლად გადმოგვაქვს იქაური წესები და კანონები,პრორუსული კურსი გვაქვსო და აქაც გაუაზრებლად მივდივართ ბნელეთისკენ. მე თუ მკითხათ,სანამ პროქართული კურსს არ ჩავუღრმავდებით და არ გავიაზრებთ,რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებლები,მართლა დამოუკიდებლები,არაფერი გვეშველება.ეს კურსი შეიძლება მოიაზრებდეს ამერიკასთან მეგობრობას ან რუსეთთან თბილ ურთიერთობას,არ არსებობს მუდმივი მტერი სახელმწიფო და მუდმივი მეგობარი სახელმწიფო.
2022, 28 ოქტომბერი, 19:40
შესაძლოა მოგწონდეს ან არ მოგწონდეს ადამიანი,მაგრამ რუსეთუმე არ უნდა ეძახო. რა წერს ტყუილს? დამოუკიდებელი ქვეყანა ვართო ვიძახით და ვათავისუფლებთ სხვა ქვეყნისგან ქვეყანას,ეს ერთმანეთში რანაირა ჯდება? თუ ხარ დამოუკიდებელი ე.ი. გათავისუფლდი და თუ არ ხარ,მაშინ ჰიმნი,გერბი,კონსტიტუცია და მოწყობა რანაირად გვაქვს ჩვენი? გავიგე,რომ არ მოგწონთ ქოცეთი,არც მე მომწონს,მაგრამ ხალხმა აირჩია და უნდა შევეგუოთ. იძახიან რო არჩევნები გაყალბდა,მაგრამ მტკიცებულება არ აქვთ და აურზაურს წევენ არაფრით ხელში. მთავრობის კურსი მოსწონს უმრავლესობას და მხარი დაუჭირა,სად არის აქ დაპყრობა? და კი,ამერიკაც და რუსეთი იმპერიალუსტური ქვეყნებია,განსხვავებული მეთოდებით. რუსეთი ერთი სტილი აქვს და იარაღის ძალით იპყრობს მეზობლების ტერიტორიებს,ამერიკა დემოკრატიას ამოფარებული მგელია. ეს ორივე არის ზე სახელმწიფო და მათ აქვთ თავისი ინტერესები,რაც უფრო მეტი ექნება გავლენის სფერო ერთს მით უფრო განრისხდება მეორე და მიდის ასე წლებია. თავის დროზე ბრიტანეთიც ეგრე იყო და ბევრი ქვეყანა. ეს არ ნიშნავს,რომ ღრუსეთი აპრიორი ცუდია ან ამერიკა,მათი ინტერესებია და მსოფლიოს დომინაციის სურვილი. გასაკვირი ან საგანგაშო არ არის საერთოდ,ესე ხდება და ეს არის ლოგიკური.
2022, 28 ოქტომბერი, 18:44
ბოლო დროინდელი რუსული პროპაგანდის მესიჯი ცარიელი ტვინებისათვის: ჩვენ ცუდები ვართ, მაგრამ ამერიკაც ცუდიაო. ამ მესიჯის ხოფერიასებული ინტერპრეტაციაა წარმოდგენილი
0 1 7