x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
აშშ-მ დააჩქარა პროცესები და 2023 წლის გაზაფხულის ნაცვლად წელს, დეკემბერში განათავსებს ტაქტიკურ ბირთვულ ავიაბომბებს ევროპაში
image

უკრაინაში რუსეთის აგრესიამ აშშ-ს და მის პარტნიორებს "ნატო"-ს ალიანსში დაანახა, რომ თუ რუსეთს დროულად არ დაუპირისპირებენ საჭირო ღონისძიებებს რუსეთი გადააბიჯებს "წითელ ხაზს".


სწორედ აქედან გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატები ევროპაში 2023 წლის გაზაფხულის ნაცვლად, წელს დეკემბერში განათავსებს მოდერნიზებულ ტაქტიკურ ბირთვულ ბომბებს "B61-12"-ს-წერს ჟურნალი "პოლიტიკო".
რუსეთის მუქარამ ალიანსის წევრი ქვეყნების მიმართ დააჩქარა პროცესები. 2008 წელს აშშ-ს და ევროპას არ ჯეროდა, რომ რუსეთი ღია აგრესიას განახორციელებდა საქართველოს წინააღმდეგ, არც აგრესიის მერე შეუწუხებიათ დიდად თავი, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ და რეალურმა საფრთხემ ევროპისათვის და "ნატო"-ს ალიანსის ქვეყნებისათვის, შეშფოთება-აღშფოთბის რეჟიმიდან აშშ და მისი პარტნიორები ასე ვთქვათ "ძილქუშიდან" გამოიყვანა.


სწორედ ამ გამოღვიძებამ მისცა საშუალება უკრაინას თავდაცვითი ბრძოლებიდან შეტევით ბრძოლებზე გადასულიო და ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლება დაეწყო.



სწორედ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებიდან გამომდინარე, განათავსებს აშშ თერმობირთვულ ბომბებს-"В61 — 12"-ს. აღნიშნული ბომბი შეიქმნა გასული საუკუნის 60-იან წლებში და ითვლება აშშ-ს მთავარ ბირთვულ იარაღად აშშ-ს სტრატეგიული დანიშნულების ბირთვულ ძალებში.


ამერიკელებმა მოახდინეს აღნიშნული ბომბების მოდერნიზება, 2015 წელს ამერიკელებმა აღნიშნული ბომბების ნოდერნიზებული, მართვადი ავიაბომბების გამოცდა ჩაატარეს საბრძოლო ქობინის გარეშე.


ბირთვული საფრთხე დედამიწაზე გაზარდა რუსეთის დიქტატორის ბოროტმა ამბიციამ, დააბრუნოს რუსეთის გავლენის არეალში ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკები.


იმედია ეს თანამედროვე ტერორიზმის "ფუძემდებელი" მალე ჩამოშორდება პოლიტიკას, არც ის შემაწუხებს დიდად თუ მისივე გარემოცვა გაუშვებს "კობზონის კონცერტზე".


image

0
118
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
118