საზოგადოება ზაზა მჟავია: "საქართველოს შენარჩუნებისთვის რაღაც გააკეთეთ, თორემ, მოვა ახალი ხელისუფლება და ციხეებს გაავსებთ" 2022, 27 ოქტომბერი, 13:42 ![]() ადვოკატი ზაზა მჟავია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მეტად საგანგაშო და შემაშფოთებელ პოსტს აქვეყნებს: "20-50 -40 წლის ხალხი მეტადონში წევს, კიარ ზის, წვანან, მეტადონის ე.წ. ლომკებიდან ვერ გამოდის ადამიანი, პლიუს ამას სააფთიაქო ნარკომანია, დიმედროლს იკეთებენ დღეში რავიცი რამდენს, უმეტესება ზეზეულად ლპება, ამას პლიუს ლოთობა, ეს ხალხი ყველა ძალიან მალე სასაფლაოს გზას გაუყვება, ეს არაა ერის გადაშენების პირდაპირი კოდი როცა 25 წლის ბიჭს მეტადონის და დიმედროლის ლომკები აქვს? გადახედეთ თბილისში ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიას, ესაა ჯოჯოხეთი დედამიწაზე, რაღაც კონტროლი, მექანიზმი უნდა შეიმუშავონ, მხოლოდ ტოტალიზატორების რეგულაცია არაა საკმარისი, შეიხედეთ ნარკოლოგიურებში, ახალგაზრდა გოგოებითაა გავსებული, მარიხუანაზე უკვე აღარ ვლაპარაკობ. ერი დგას კატასტროფის წინაშე, რად გვინდა ომი? ისედაც ცოცხალი გვამებითაა სავსევსე საქართველო! და იცით თუარა, რომ პრასტიტუცია ასე ვთქვათვ"გაახალგაზრდავდა"? აი ეს, რაც დავწერე ჩემი თვალით ვუყურებ ყოველ დღე. წინა პოსტში დავწერე ნარკომანიის შესახებ და ეგ ზღვაში წვეთია იმ რეალობასთან რასაც ვხედავთ და ერს ანადგურებს, მაგრამ არანაკლებ დამანგრეველია საქართველოს მოქალაქეების და ქართველების გადინება საზღვარგარეთ ელემენტალური ლუკმა პურის საშოვნელად, ცხრა ათი წლით ცოლქმარი ერთმანეთს რომ დაშორდება, თუნდაც ერთი წლით, ოჯახში დედმამა ერთად რომ არ ყავს ბავშვს, გეკითხები ხელისუფლებავ, რომელ ნორმალურ თაობაზე შეგიძლია ილაპარაკო ან როგორ, რა ნამუსით ჩადიხართ უცხოელ პარტნიორებთან სალაპარაკოდ, როცა, ორი მილიონი ადამიანი ვერ დაგიპურებია, როცა საქართველოში ყველანაერი რესურსი არსებობს, ერთი ვაიუშველებელი რომ გაქვთ, არიქა, ევროპა ჩვენი სახლიაო, შენი სახლის კარები რომ გაქვს მორღვეული, ქართველების ექსპორტს რომ ეწევი უცხო ქვეყნებში და ასეთი უღირსი რომ ხარ, არ გცხვენია იმ ვაი "პარტნიორების"?! თუ გგონია არ დაგცინიან ძალიანაც ცდები, ეხლა მეორე, ეს წურბელა მევახშეები რომ დაისკუპე პარლამენტში, ეს მეძავური სისტემის ბანკები სისხლს რომ წოვს შენს ხალხს, ვერ ხედავ თუ თქვენც მაგ ბანკებით იმართებით?! ჩადით სოფლებში და ნახავთ დაცლილ ეზოკარს უამრავს, ცოლმიტოვებულ, გაუბედურებულ, გალოთებულ მამაკაცებს უამრავს, ცოლქმარს რომ დააშორებ ერთმანეთ, დიახ! თქვენი უგუნური და ქვეწარმავლური მოქმედება ანგრევს ოჯახებს, უსახსრობის გამო მიდიან აქედან და აღარ ბრუნდებიან წლობით უმეტესობა, ვინც დაბრუნდა დანერვოზებული და განადგურებული დაბრუნდა, შვილს დედა ენატრება და დედას შვილი! აზრზე მოეთრიეთ და ერის გამთლიანების და აქ, საქართველოს შენარჩუნებისთვის რაღაც გააკეთეთ, თორემ, მოვა ახალი ხელისუფლება და ციხეებს გაავსებთ.ქართველების ექსპორტს ეწევით, თქვე უუნარო, დებილოიდებო და არა ქართული ნაწარმის საზღვარგარეთ!!!! 77 შეფასება არ არის
|