x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138444
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
"ადრე მიშას გინებით ფულს შოულობდა, დღეს მიშას დაცვით მდიდრდება" - ვისზე საუბრობს ირინა სარიშვილი

image


"ვინც ადრე მიშას გინებით ფულს შოულობდა, დღეს მიშას დაცვით და გულშემატკივრობით მდიდრდება თან სხვებს ამუნათებს…" - ამ შინაარსის პოსტს ავრცელებს პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში, თუმცა საკუთარი სტატუსის ადრესატს არ აკონკრტებს.


ყოფილი პარლამენტარის ამ პოსტს მის ფეისბუქფრენდებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხოლო ბევრი მარჩიელობისა და მკითხაობის შემდეგ სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმრავლესობა შეთანხმდა რომ პოლიტიკოსის სტატუსი გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარ რედაქტორსა და ჟურნალისტს ელისო კილაძეს ეხებოდა:


"ვინც ადრე მიშას გინებით ფულს შოულობდა, დღეს მიშას დაცვით და გულშემატკივრობით მდიდრდება თან სხვებს ამუნათებს…


შეუცნობელ არს გზანი უფლისანი ჭეშმარიტად…


ანუ ჩვენებურად, გლეხურად – აყლივეწ!"- წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა და გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ პარტიის შექმნა და პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა.


ჟურნალისტის თქმით, პოლიტიკაში აქტიურად ის 2024 წლიდან ჩაერთვება, თუმცა არ გამორიცხავს რომ ეს მანამდეც მოხდეს. როგორც "Cnews"-თვის მიცემულ ინტერვიუში კილაძემ განაცხადა მის პარტიაში საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები იქნებიან, თუმცა მათი დასახელებისგან ის ჯერჯერობით თავს იკავებს.






0
2074
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2074