x
image
ლელუ
ქართველი მომღერალი თათია კობალაძე ყაზახური საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა
image

ქართველმა მომღერალმა თათია კობალაძემ ყაზახური სიმღერის საერთაშორისო კონკურსში "თურანის ხმა - 2022" გაიმარჯვა.


გარდა იმისა, რომ თათია გრანპრის მფლობელი გახდა, მან კიდევ ორი ჯილდო მიიღო: - პრიზი როგორც საუკეთესო შემსრულებელმა და პრიზი საუკეთესო არანჟირებისთვის.


"როგორ იქნა !!!!!


ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! 18 წელია, 18 წელი ველოდი მომენტს, როცა ჩემი სახელი გამოცხადდებოდა, როგორც გამარჯვებულის! ბევრი ვიბრძოლე, ბევრიც ვიტირე, იმედგაცრუებაც ბევრი იყო, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი რომ თუ ვიბრძოლებდი, ჩემი ვარსკვლავიც გამოანათებდა. ვტირი, აი ვერ აღვწერ შეგრძნებას რომელიც ისევ მხვდა წილად !" – წერს თათია სოციალურ ქსელში და იქვე დასძენს, რომ ამ გამარჯვებას ბებიას უძღვნის.


მანამდე თათიამ სოციალურ ქსელში გულისტკივილი გამოთქვა, რომ ქართული მედია მისი გამარჯვებებით არ ინტერესდება, მაშინ როცა უცხოური გამოცემები მომღერლის წარმატებას აქტიურად აშუქებენ.

image

0
128
2-ს მოსწონს
ავტორი:ლელუ
ლელუ
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0