x
მეტი
  • 04.07.2024
  • სტატია:135788
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510178
ტელეგრამ არხის-"WarGonzo" დამფუძნებელი და სამხედრო კორეპოდენტი სემიონ პეგოვი ისევ დგამს სცენებს, ამჯერად ნაღმზე "აფეთქდა"
image ტელეგრამ არხის-"WarGonzo"-ს დამფუძნებელი და სამხედრო კორესპონდენტი სემიონ პეგოვი არხის გახსნის დღიდან თავის ინფორმაციებში ძალზე ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას, ავრცელებს რუსული საზოგადოებისათვის სასიამოვნო ინფომაციებს. პრაქტიკულად პეგოვი ეწევა ღია პროპაგანდას რუსული არმიის "უანალოგობაზე" და ამისათვის საკმაოდ წარმატებული გუნდიც ჰყავს, რომლებიც სპეციალურად პეგოვის არხისათვის პრაქტიკულად სცენებს დგამენ, ამ სცენებში მართალია ხშირია სასაცილო "იაღლიშებიც", მაგრამ ამას ვინ დაგიდევთ, რუსული საზოგადოება ხედავს თუ როგორი "წარმატებით" ებრძვის რუსული არმია "ნაცისტებს".


ამჟამად პეგოვი უკრაინაშია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში და იქიდან "აბოლებს" რუსეთის საზოგადოებას რუსული არმიის "თავბრუდამხვევი წარმატებებით".


ამჯერად პეგოვმა და მისმა გუნდმა დადგა სასაცილო სცენა, თითქოს საბრძოლო მოქმედების ზონაში პეგოვმა ფეხი დაადგა უკრაინულ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმს "ПФМ-1"-ს


image(აღნიშნული ნაღმი იშიფრება ასე: ქვეითსაწინააღმდეგო ფუგასური ნაღმი, ფუგასური კი ნიშნავს მსხვრევადს და დანარჩენი თქვენთვის მომინდვია განხილვისათვის) და "დაიჭრა" მხოლოდ ფეხის მტევნის დაბოლოებაზე ანუ დაიჭრა ფეხის თითები.



სასაცილო რააო იკითხავს გაუთვიცნობიერებელი მკითხველი, სასაცილო ისაა პატივცემულო მკითხველო რომ თუ კარგად დააკვირდებით ვიდეოს, არ გვიჩვენებენ ჭრილობას, არ გვიჩვენებენ აფეთქების ადგილს, არ გვიჩენებენ დაგლეჯილ ფეხსაცმელს.


ესეც დიდი არაფერი, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმის მოქმედების შესახებ, ვინ ვინ და მე, როგორც ძირითადი პროფესიით სამხედრო ინჟინერმა და გამნაღმველმა საკმაოდ კარგად ვიცი-ნებისმიერ შემთხვევაში რა სახის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზეც არ უნდა დაებიჯებინა სემიონ პეგოვს, ნაღმის ნამსხვრევები და ნაღმში მოთავსებული დამაზიანებელი ელემენტები მინიმუმ ტერფს უქცევდა ნაფლეთებად.


ჯერ არ გამოუგონიათ ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც ნაღმის აფეთქებისაგან დაიცავდა ვინმეს, კინოებში ხშირად ვხვდებით ნაღმზე ფეხდადებული ადამიანების უვნებლად გადარჩენის კადრებს, მაგრამ აქ ძირითადად ფილმის გმირის "გმირობაზეა" აქცენტი და რეალობას აცდენილ კადრს გვაჩეჩებენ რეალობად.


მართალია არსებობს რამდენიმე ხერხი, ნაღმზე ფეხის დადგმისას უვნებლად გადარჩენისათვის, მაგრამ ნაღმზე ფეხის დადგმას იგრძნობს მხოლოდ გამოცდილი მებრძოლი, ისიც იმ შემთხვევაში თუ არ გარბის.


დააბიჯა და აწია ფეხი შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად-ამას აუცილებლად მოყვება მყისიერი აფეთქება, რომელიც ქვედა კიდურებს ნაფლეთებად აქცევს.
ვფიქრობ მარტივად გაგიშიფრეთ პეგოვის "აფიორა", რომლის დადგმულ სცენასაც მეორე ვიდეოში იხილავთ, სადაც პეგოვის "სცენარით" დონეცკელი სეპარატისტი "ებრძვის" უკრაინულ დრონებს.


პეგოვის და მისი გუნდის დადგმული "სპექტაკლი" თუ როგორ "ანადგურებენ" რუსები უკრაინულ დრონებს.


დაამონტაჟონ მაინც ასეთი ვიდეოები და ეს სასაცილო და სამარცხვინო კადრები ამოჭრან.




0
135
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
135