x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს რა არის ?! რას სჩადიხართ..." - რამ აღაშფოთა თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესს შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"ეს რა არის?! რას სჩადიხართ, არ გაპატიებთ ხალხი, არ გეპატიებათ! გასამართლდებით სასტიკად ამ სირცხვილის - სამარცხვინო სასამართლოს გამო, ნუ იკიდებთ ტვირთს ! არ შეიძლება ამის გაკეთება, არ შეიძლება! ნიკა გვარამია მაგრად იყავი!"- ვკითხულობთ ოპოზიციონერი დეპუტატის თაკო ჩარკვიანის პოსტში.


ცნობისთვის, გუშინ, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში "მთა­ვა­რი არ­ხის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ნიკა გვა­რა­მი­ას ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბოლო პრო­ცე­სი გაიმართა, სადაც ბრალდებულმა სი­ტყვის უფლება გამოიყენა და საზოგადოებას მიმართა. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე აღნიშნულ საქმეზე.




0
394
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
394