საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, ტუტანხამონი და სხვა ფარაონები კავკასიელები იყვნენ 2022, 26 ოქტომბერი, 8:23 გერმანელი და შვეიცარიელი მეცნიერები, დნმ-ის კვლევების შედეგებმა შოკში ჩააგდო. როგორც აღმოჩნდა, უძველესი ეგვიპტელი აფრიკელები კი არა, კავკასიელები იყვნენ. ხოლო, ეგვიპტის ფარაონების და თანამედროვე ევროპელების საერთო წინაპარი, კავკასიაში, დაახლოებით, 9500 წლის წინ ცხოვრობდნენ. ასეთი მოულოდნელი შედეგები მოჰყვა, გერმანელი და შვეიცარიელი მეცნიერების კვლევა. აღმოჩნდა, რომ დასავლეთ ევროპის მამრობითი სქესის მოსახლეობის, დაახლოებით, ნახევარი ფარაონ ტუტანხამონის შორეული ნათესავები არიან, რომელიც ეგვიპტეში, ძვ. წ. აღრ. XIV საუკუნეში მეფობდა. ამ დასკვნამდე მივიდნენ iGENEA კვლევითი ცენტრის გენეტიკოსები, ფარაონების მუმიფიცირებული ნაშთებიდან ამოღებული, დნმ-ის ნიმუშების გამოკვლევის შემდეგად. – აღნიშნული ინფორმაცია BBC–იმ გაავრცელა, Reuters-ის სააგენტოზე დაყრდნობით. ტუტანხამონის და მისი წინაპრების, დნმ-ის ფრაგმენტების ანალიზით, გენეტიკოსებმა დაადგინეს, რომ ისინი იმ გენეტიკური პროფილის ჯგუფის ნაწილი არიან, რომელსაც დასავლეთ ევროპის მამაკაცების, დაახლოებით, 50 % ეკუთვნის. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგ., საფრანგეთში, გენეტიკური ნათესაობა, ეგვიპტის ლეგენდარულ მმართველ, ტუტანხამონთან, მამაკაცების 60 % აქვს. ხოლო, ბრიტანეთში და ესპანეთში ეს მაჩვენებელი, თითქმის, 70 %-ია. აღნიშნული ფაქტის დადგენა ე.წ. ჰაპლოჯგუფებით მოხდა. ეს ერთგვარი გენეტიკური მუტაცია, რომლითაც მეცნიერები ადგენენ, ადამიანის ამა თუ იმ, ეთნიკურ ჯგუფთან კავშირს. ამ მუტაციების აღმოჩენა მხოლოდ მამაკაცებშია შესაძლებელი, რადგან ისინი Y-ქრომოსომებში იმალებიან, რაც ქალებს, უბრალოდ, არა აქვთ. ტუტანხამენის სახის რეკონსტრუქცია, დამზადებულია 2005 წელს აღსანიშნავია, რომ R1b1a2 ჰაპლოჯგუფი, თანამედროვე ეგვიპტელების, 1 %–ზე ნაკლებში გვხვდება. ანუ შვეიცარიელმა მეცნიერებმა დაადასტურეს თეორიები იმის შესახებ, რომ ძველი ეგვიპტის ელიტის წარმომადგენლები, ადგილობრივები არ იყვნენ და ასევე ისიც, რომ თანამედროვე ეგვიპტელები არ არიან ამ ქვეყნის უძველესი მოსახლეობის შთამომავლები. როგორ მოხდა, რომ თანამედროვე ევროპელები ეგვიპტის მეფეების ნათესავები აღმოჩნდნენ? ან კიდევ ვის შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია, ასეთ საპატიო კავშირებზე? «გასაკვირი იყო ტუტანხამონის გენეტიკური მასალის აღმოჩენა თანამედროვე ევროპელებთან, რადგან ეგვიპტეში ბევრი ჰაპლოჯგუფია, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ძველი ეგვიპტის მეფეების დნმ-ის ნაწილაკებს», – განაცხადა შვეიცარიის iGENEA კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი რ. შოლცმა. მისი აზრით, ეგვიპტის მეფეების და ევროპელების საერთო წინაპარი კავკასიაში, დაახლოებით, 9 500 წლის წინ ცხოვრობდა და მისი შთამომავლები საცხოვრებლად ევროპაში გადავიდნენ. ანუ სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად, ისინი დასავლეთისკენ დაიძრნენ... და ეს, ძვ.წ. აღრ. 7 ათასი წლის წინ მოხდა. «როგორც ჩანს, მიგრანტთა მცირე ჯგუფი, სამხრეთით, ეგვიპტეში წავიდა და მათგან, ვიღაც, ფარაონი გახდა» – აღნიშნა შოლცმა. ახლა გენეტიკოსები ახალი გამოწვევის წინაშე დგანან – დნმ–ის უფრო დეტალური ანალიზით, მათ ლეგენდარული ფარაონის ყველაზე ახლო ნათესავები უნდა იპოვონ. * ეგვიპტის ფარაონების მუმიის 90% არამიწიერი გენები უფიქსირდება* ონლაინ მოგზაურობა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ადგილებში* სურდო თუ გეწყებათ... – სასარგებლო რჩევები, დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად* «ჟანდარმი სენ-ტროპედან» – ფილმის გადაღების ისტორია და ლუი დე ფიუნესის შეწყვეტილი კარიერა* 800 წლის თესლი დათესეს და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა* ყინულოვანი კონტინენტის საიდუმლო* არტეფაქტი, რომელიც მაიას ტომის უცხოპლანეტელებთან კავშირზე მიუთითებს1266 2-ს მოსწონს
|