ქალი ჯანმრთელი და ლამაზი სხეულის მქონე ქალები, რომლებმაც სწორი კვებით და ვარჯიშით მიიღეს ასეთი ფორმები 2022, 24 ოქტომბერი, 15:20 სწრაფი კვების ობიექტების გავრცელებამ და არასწორმა კვებამ ზოგადად ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნა, წონის მატება საუკუნის პრობლემად იქცა. უამრავი დიეტაა შექმნილი იმისათვის, რომ ადამიანებმა წონის კორექცია შესძლონ. წონაზე კომპლექსი კაცებს შედარებით ნაკლებად აწუხებს ვიდრე ქალებს, ზედმეტად მსუქანი არც ქალი ვარგა სანახავად და არც კაცი, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.
"მუცლის მონა" არ უნდა იყოს ადამიანი, არც ვარჯიშებია ზედმეტი არავისთვის. ბევრი ამბობს, სადაა ვარჯიშის დროო?-ვარჯიშისათვის დრო ყოველთვის გამოინახება როცა ამისი სურვილია, სწორი კვება და ვარჯიში კი წონის კორექციას და ჯანმრთელობას უწყობს ხელს. მართალია უმთავრესი მაინც გენეტიკაა, მაგრამ წონის კორექცია თითქმის ყველა ასაკშია შესაძლებელი, ვიმეორებ: მთავარია სურვილი და მონდომება. "წონაში არ ვიკლებ, გვიან არ ვჭამ არაფერს"-ასეთ კომენტარს ხშირად წაიკითხავთ, გვიან არ ჭამენ, მაგრამ დღისით ჭამენ საკმარისზე მეტს. სწრაფი კვების ობიექტში მომზადებული საკვები გაჯერებულია ზედმეტი კალორიით და წონის მატებას უწყობს ხელს. ორგანიზმში დაგროვებული ცხიმების დაგროვებას კი სპორტი და ვარჯიშები უშლის ხელს სწორ კვებასთან ერთად. ასე რომ იკვებეთ სწორად და ივარჯიშეთ, როგორც კი გამონახავთ დროს. +14 585 5-ს მოსწონს |