სხვა ავეჯის მაღაზიაში მოსმენილი ყველაზე უცნაური და სასაცილო ფრაზები 2022, 24 ოქტომბერი, 10:03
ავეჯის მაღაზიაში დასმული შეკითხვები :
1.-ეს დივანი იშლება? -არა -რატომ? -იმიტომ! 2.სამეულს აწერია ფასი 3200 (ლარი)... მომხმარებელი:-ეს ფასია თუ ზომა? 3.-ეს მწვანეა? -დიახ -არ გავს მწვანეს -აბა რას გავს? -მომწვანოს 4.მეგრელი 5000 ლარიან საძინებელზე: -2000 ლარში მომეცი ნაღდს გადაგიხდი წავიღებ... (ვიცინი, მგონია ხუმრობს...) მიდი დარეკე უფროსთან ნაღდი მყიდველიათქო ეხლავე ჩაგახუტებ 2000 ლარს... 5.ცალკე კრავატები გაქვთ? 6.-ეს მაგიდა საძინებლს მოყვება? -არა რა თქმა უნდა -აპა რატო დგას? -იყიდება და იმიტომ -საძინებლთან ერთად? -არა, ცალკე -ცალკე რათ მინდა? 7.ეს "მდივანი" ფეხების გარეშე რო ვიყიდო ფასეულობას არ დამიკლებთ? 8.-ველოსიპედები გაქვთ? -არა ))) -ამხელა ავეჯის მაღაზიაა და ველოსიპედი ვერ ვიშოვე გაგონილა? 9.-"უბორნია" საითაა? -მეჩვიდმეტე სექტორში -იქამდე ჩავიფსავ ახლო მითხარი ცოტა -სხვაგან არ არის ქალბატონო -ჩამოვჯდები მაშინ შევიკავებ ქე მაინც. 10.-ეს კრესლო ხო არ წრიპინებს? -როგორ უნდა იწრიპინოს? -ხო არი რო დაჯდები და წრიპინებს რა -ჭრაჭუნს გულისხმობთ? -ხო რა თუ გინდა ჟღარუნი დაარქვი 11.-თქვენ რესტავრიროვკას აკეთებთ? (რესტავრაცია რა????) -არა -აბა რას აკეთებთ? 12.-რა ზომის დივანი გნებავთ? -უფრო მინი რა აი კარადის ზომიდან რავიცი... (ვერაფრით ჩავწვდი რა მითხრა????) 13.-იქით ვნახე ტროიკა და ეგეთი არ გაქვთ? -მე რა ვიცი ქალბატონო იქით როგორი ნახეთ -ჩვეულებრივი რა -არა, ჩვენ არაჩვეულებრივები გვაქვს )) 14.უგულოკები გაქვთ? (ანუ უგალოკი (კუთხე) ) ))))) 15.მეორადი ტროიკები სად ვნახო? ოღონდ ახლები... 16.ეს საწოლი ყრნობადია თუ ძირს დგას? (ყრნობადი რა ჯადაბაა ხალხო გამაგებინეთ????????) 17.მომხმარებელი განვადებაზე: -დედაჩემის სახელზე მინდა განვადება გავაკეთო, პენსიონერია 80 წლისაა და აუცილებლად უნდა მოვიდეს? -სამწუხაროდ მას განვადებას ვერ შევუვსებთ, ასაკობრივი შეზღუდვა გვაქვს -ვაიმე რას ლაპარაკობთ ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება, ნუ ჩაწერთ რა ასაკს მართლა არ ეტყობა საერთოდ ვერ მიხვდებიან...???????? 18.-ეს თეთრია თუ ყვითელი? (ქერა მეკითხება????) -სად თეთრი და სად ყვითელი))) კრემისფერია)) -კრემისფერი ხო არის რა... (ნუ რას წვალობდა ვერ გავიგე????) 19.-ფეხები გაქვთ? -რა ფეხები? -ნებისმიერი -კი მაქვს -აბა? -აი ( ჩემი ფეხები ვანახე, რა მექნა აბა????????) -შე ოხერო(იცინის????) დივნის ფეხებს გეკითხები -ააა ეგ არ მაქვს))) 20.-შკურკავთ თქვენ? -ბატონო? -შკურკას აკეთებთ? -რა შკურკას? -ავეჯი მაქ რა გასაშკურკი -არა! -სად ვიკითხო? -არსად... 21.-საძინებელს რა მოყვება? -კარადა, საწოლი, ტუმბოები და ტრილიაჟი -უი გარდერობი არ მოყვება? 22.ვიღაც ჯიგარი და მე: -ნინოს ხო არ ჩამოუვლია აქ? -ნინო ვინ არის? -ჩემი ცოლი -მე რა ვიცი თქვენი ცოლი ვინ არის))) -ნინო -თუ გამოივლის ვეტყვი რომ ეძებთ))))))) -კარგი მადლობა. 23.ფასი წერია 3700: -ეს 350 დივნის ფასია მარტო? 1772 5-ს მოსწონს
|