x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსეთი ცდილობს ბირთვული იარაღის გამოყენება კიევს დააბრალოს და პროვოკაციად მონათლოს
image

როგორც ჩანს რუსეთი მცირე სიმძლავრის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს და კიევს დააბრალებს, ამისთვის წინასწარ ნიადაგსაც ამზადებს.



კრემლს დაქვემდებარებული საინფორმაცია სააგენტო РИА Новости სხვადასხვა ქვეყნის "სანდო წყაროებზე" დაყრდნობით იუწყება, რომ კიევის რეჟიმი თავის ტერიტორიაზე პროვოკაციას ამზადებს ეგრეთ წოდებული "ბინძური ბომბის" ანუ დაბალი წარმადობის ბირთვული იარაღის აფეთქებით.


გამოცემის მტკიცებით, პროვოკაციის მიზანია, რუსეთის დადანაშაულება მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში, რომლის მიზანიც არის მძლავრი ანტირუსული კამპანიის დაწყება მთელს მსოფლიოში და მოსკოვისადმი ნდობის შელახვა.



კრემლის პროპაგანდრისტული გამოცემისთვის სხვადასხვა წყაროდან "ცნობილი" გახდა, რომ დასავლელი კურატორების ხელმძღვანელობით კიევმა უკვე დაიწყო ამ გეგმის პრაქტიკული განხორციელება. "ბინძური ბომბის" დამზადება დაევალა აღმოსავლეთის სამთო და გადამამუშავებელი ქარხნის ხელმძღვანელობას, რომელიც მდებარეობს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ჟოვტი ვოდში და ასევე კიევის ბირთვული კვლევების ინსტიტუტს. მასზე მუშაობა უკვე დასკვნით ეტაპზეა.


ამავდროულად, ვოლოდიმირ ზელენსკის სახელით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლები მისი ახლო წრიდან აწარმოებენ ფარულ მოლაპარაკებებს დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან კიევის ხელისუფლებისთვის ბირთვული იარაღის კომპონენტების შესაძლო გადაცემის საკითხზე.


პროვოკაციის ორგანიზატორების გათვლაა, რომ მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, უკრაინაში მომხდარ „ბირთვულ ინციდენტზე“ ქვეყნების უმეტესობა უკიდურესად მკაცრ რეაგირებას მოახდენს. შედეგად მოსკოვი დაკარგავს მრავალი ძირითადი პარტნიორის მხარდაჭერას და დასავლეთი კვლავ შეეცდება დააყენოს რუსეთისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევის საკითხი და გააძლიეროს ანტირუსული რიტორიკა.

3
105
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
105
  
2022, 19 ნოემბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 9 ნოემბერი, 0:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 4 ნოემბერი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3