სხვა იუნა შაფათავა: არის შემთხვევები, როცა უცხოელი სხვა ქართველს ეკითხება შენზე და მერე გაოგნებულია: რა დაუშავე, ასე რატომ სძულხარ? 2022, 22 ოქტომბერი, 20:42
აშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში წერს:
"როდესაც მერამდენედ იგებ, შენზე, ვიღაცამ, ვის არსებობაზე წარმოდგენაც არ გაქვს, ისეთ საძაგელ ‘რეკომენდაციას’ გასცემს, რომ კეთროვანივით აშინებ ადამიანებს….. რა რთულია, იყო ქართველი… და რეპუტაციას ‘გიქმნიდეს’ ვიღაც უწიგნური, რომელიც თვალით არასოდეს გინახავს და არც არასოდეს შეხვდებით… ან ის, ვისი მუდმივი მოცარტი ხარ და სალიერია, ამიტომ არ სჯობს, დაგმარხონ ცოცხლად და თვითონ ‘ოლიმპზე’ იყვნენ, უწიგნურთა ‘მეფენი’… ქართველობის ტრაგედიაა… თუმცა არის შემთხვევები, როცა, ღმერთმა არ ქნას და უცხოელი სხვა ქართველს ეკითხება შენზე და მერე გაოგნებულია: რა იყო, რა დაუშავე, ასე გულანთებით რომ სძულხარ…და მე კი ჩემს დასკვნებს ვაკეთებ… რა იყო, რთულია, თქვა: არ ვიცნობ ამ ქალს, შორიდან დასკვნებს ვერ გავაკეთებ? ასე რთულია?? ერთადერთხელ, ამ 5 წლის განმავლობაში - ეს იყო ერთადერთხელ! - როცა უცხო ქართველმა, ასე დამახასიათა: საქართველოდან ორი ლამაზი ქალი ვიცი და ერთი yunaა და დაიშოკა ის კაცი, ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ იყო იმ ქართველი კაცის მონაყოლით, პატივისცემის გარდა მას შემდეგ მისგან არაფერი მიმიღია… ადვილი მისახვედრია, ვინ დაასახელა ამ ორ სახელში, მეორე… მაგრამ რატომ, რატომ უნდა იყო ასეთი ტვინნაღრძობი, აძაგო ადამიანი, რომელიც ცხოვრობს, სუნთქავს, ბედნიერია, შენ კი შენი პატარა ბოღმა ტვინით, საბრალდებო დასკვნებს უდებ იმას, ვისაც არ იცნობ… რატომ… თუმცა.. არც პირველი ვარ, არც უკანასკნელი, ვისზეც ისინი ყვებიან იმას, რაც მეც კი არ ვიცი, საკუთარ თავზე, საკუთარ დაზე, საკუთარ ცხოვრებაზე, ნიჭზე, უნიჭობაზე, მუშაობაზე, პირად ცხოვრებაზე…. ფიროსმანი საქართველოში იყო, კიბის ქვეშ რომ ცხოვრობდა და ლიკა ქავჟარაძე რომ დაიღუპა, მერე აღვარღვარეთ ცრემლები, თურმე, არ გაუფრთხილდით.. ნეტავ, რა მედარდება, ხომ გაგეცალეთ, წავედი, შორს ვარ, მაგრამ რატომ არის, არც სილამაზე ფასობს, არც ნიჭიერება, არც ადამიანობა, იმ ჭაობში? იმიტომ, რომ უნიჭო უფრო მეტია ყოველთვის..ჩვენი მთავრობის არ იყოს და ‘ცნობილების’… უბრალოდ ნუ მეკითხებით, ნუ! თან ‘ნიშნისმოგებით’: ‘რატომ წახვედი აბაააა?’ ამ ქალის თქმის არ იყოს: ისე დიდხანს ზიხარ ნეხვში, რომ ვეღარ გრძნობ სიმყრალეს.. ამიტომ აეგდე და გამოდი იქიდან ! ხო და ავეგდე და წავედი იმ სიმყრალედან და ნუღარ, ნუღარ ისვრით თქვენს ნეხვს, მკიდია, ფეხებზე, არ მაინტერესებს, არა, რას ფიქრობთ, გეყოთ გესლის ნთხევა!!! არ მწვდება და სადაც წვდება, ისინი არ მადარდებს, თუ სხვისი ნეხვის სროლით იქმნიან აზრს სხვა ადამიანზე… ყარს, გესმით, ყარს!!! ტრაგედიაა, იყო საქართველოდან, რომლის მხოლოდ ბუნება და ილუზიაა ლამაზი…" - წერს შაფათავა. 146 1-ს მოსწონს
|