ვარსკვლავები თქვენთვის, ქუდების მოყვარულებო 2012, 25 სექტემბერი, 20:42 შემოდგომა ძალაში შედის და დადგა ქუდების მოყვარულთათავის ყველაზე სასურველი პერიოდი. ის დროა, გარდერობი გადმოალაგოთ და ქუდების კოლექციას ახალი მოდელები შეჰმატოთ. ქუდი, განსაკუთრებულად კომფორტული აქსესუარია მათთვის, ვისაც ხშირად უწევს სახლიდან "არცთუ საუკეთესო ფორმაში" გამოსვლა. სწორედ კარგად შერჩეული, მოდური ქუდი მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ნაკლებად ეფექტური, ან სიჩქარეში მოუწესრიგებელი ვარცხნილობა ოსტატურად დაფაროთ. ქუდი და სათვალე ეს ორი ისეთი ატრიბუტია, რომლის მეშვეობითაც, თქვენ ეფექტურად შესძლებთ ქუჩაში ამაყად გამოსვლას, ისე რომ ფიქრი იმაზე "პო ზაკონუ პოდლასწი" რომელიმე დაუპატიჟებელი თაყვანისმცმელი არ შეგხვდეთ, თქვენს ნერვულ სისტემას ნაკლებად ააფორიაქებს. აქედან გამომდინარე გთავაზობთ, რამოდენიმე ორიგინალურ ლუქს, რომელიც საშუალებას მოგცემთ სახლიდან გამოპრანჭვის ხასიათზე არმყოფიც კი მოდურად და ელეგანტურად გამოხვიდეთ. 561 4-ს მოსწონს
|