
ალბათ სუმო ყველაზე ნაკლებად გავრცელებული სპორტია. ამის შესახებ არც გაზეთებში იწერება ხშირად და არც ტელევიზიით იუწყებიან სიახლეებს. სუმო არის იაპონური ეროვნული სპორტი, ფაქტები კი ამ სპორტის შესახებ მხოლოდ მისმა ერთგულმა მაყურებლებმა შეიძლება იცოდნენ. შეჯიბრებებზე შეიძლება შეიკრიბონ სხვადასხვა წონითი კატეგორიის სპორტსმენები. მიზანია მოწინააღმდეგის ძალით გაყვანა შიდა წრიდან ან რინგიდან.
იაპონიაში არის ტაძარი, სადაც საუკეთესო სუმოისტები იკრიბებიან. იქ ჭამენ და ვარჯიშობენ. დილით ადრე, საუზმის გარეშე, მოჭიდავეები სამსაათიან ვარჯიშზე მიდიან. შემდეგ მოდის საუზმე, მოჭიდავეებს საკვების შეზღუდვა არ აქვთ. სუმოში ხომ მთავარი წონაა.
მოჭიდავესთვის დღიური კალორიის მიღება 8000 კალორიაა. ჭამის შემდეგ სუმოისტები დასაძინებლად მიდიან.თანაც აუცილებლად ჟანგბადის ნიღბით, რათა სუნთქვა გაუადვილდეთ. 
სუმოისტის კარიერა 30-35 წლის ასაკში მთავრდება. ამას შემდეგ, ბევრი მათგანი სამწვრთნელო კარიერით კავდება, ხსნიან სპორტულ კლუბებს. ზოგი მათგანი წონაში იკლებს და ცხოვრებას ახლიდან იწყებს.
სუმოისტების პენსია მათი გამარჯვებების რიცხვისაგან შედგება. თუმცა, ჩვეულებრივ, სუმოისტები საშუალოდ ცხოვრობენ დაახლოებით 60-65 წელი, რაც ძალიან მოკლეა იაპონიისთვის. სუმო სახიფათო სპორტია, რადგან არასწორი კვებისა და ჭარბი წონის გამო მრავალი დაავადება ჩნდება (დიაბეტიდან დაწყებული ინფარქტით დამთავრებული).