x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„შენი კეთილებს....“ - ვინ შეურაცხყო და რა სქრინს აქვეყნებს მამა გიორგი სხილაძე
image

.

მამა გიორგი სხილაძე სოცქსელში პოსტს და ერთ-ერთი კომენტარის სქრინ აქვეყნებს;

“შეურაცხმყოფელი ბევრია, შეურაცხყოფილი კი -- არცერთი".


.
ჩვენი ფეისბუქ-მეგობარი თუ ფეისბუქ-მტერი თუკი ამჩნევს და გაკვირვებულია, რომ ზოგი უკდურესად შეურაცხგვყოფს, -- დედას გვაგინებს (ერთმა მამაც კი შემაგინა!), გვემუქრება, გვწყევლის, ცილს გვწამებს, გვამცირებს და მათ შესაბამის პასუხს არ ვცემთ, ავხსნი, რა მიზეზებით ვითმენთ და ვიკავებთ თავს:

.
1. ქრისტეანობის ანი-ბანია, რომ მარჯვენა ლოყაში გამრტყმელს მარცხენაც უნდა მიუშვირო;
2. მით უმეტეს, ღვთისმსახურს, რომელიც მაგალითი უნდა იყოს ერისთვის, არ ეკადრება და არც უფლება აქვს, პირად მოწინააღმდეგეს დამსახურებისამებრ მიუგოს და მიაგოს;
3. სასულიერო პირებს “დიდი სჯულისკანონი" უკრძალავთ, ვინმე ცემონ ან სხვას აცემინონ (ნადირობასაც კი);
4. წყენის დაუთმენელი დაჰკარგავს მადლს, დამთმენისთვის განმზადებულს;
5. უფლისმიერი შეგონებით, დევნა, გმობა და ცილისწამება კი არ უნდა გვწყინდეს და გვბოღმავდეს, -- პირიქით, უნდა გვახალისებდეს: “ნეტარ იყუნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის; გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ-არს ცათა შინა" (მ.: 5, 11-12);
6. პიროვნული მტრის სიყვარული განასხვავებს არამარტო ქრისტეანსა და წარმართს, არამედ ქრისტეანსა და იუდეველს (“ძველ აღთქმაში" ჩარჩენილს): “გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ" (იქვე, 44);
7. არ არის გამორიცხული, რომ ზოგი, მტერიც და მოყვარეც, ყალბად ანუ სულიერებაში გამოსაცდელად “გვაბრაზებს", რომ ბრაზმორეულებს მტერმა დაგვაყვედროს, ხოლო ბრაზმოურევლებს მოყვასმა “ქებაი გვიყოს";
8. ხელფეხშეკრულის მჩაგვრელი არის ლაჩარი -- მღვდლის უუფლებობები, უკვე, ვაჩვენე -- და ლაჩრისადმი პაექრობაც ლაჩრობაა (თუმცა, ასეთები, სწორედ, მღვდლებს უბედავენ ამას, რადგან ეს იციან და თავს დაზღვეულად გრძნობენ).

.
9. უცნობ ადამიანს რომ საჯაროდ აგინებს, მას, ბუნებრივია, არაბუნებრივად უჭირს სულსა და გონებაში და ასეთს შეჩვენება და გალახვა კი არა, ერთადერთი, დალოცვა და მოფერება თუ უშველის.

,
ბოლო წინადადების მაგალითად მოვიტან შემდეგს: შარშანწინ, ერთმა ახალგაზრდა კაცმა, უწმინდურის მხილებისთვის (მას რომ წმინდანი ჰგონია -- თანაც, ან ჰგონია, ან არა), ყველანაირად შეურაცხ-მყო. ახლობლებმა მთხოვეს, მისი ვინაობა და ადგილმდებარეობა გამემხილა, რომ მისთვის “ჭკუა ესწავლებინათ", მაგრამ, ღვთის მადლით, მოვერიე თავს და მათ ეს არ გავაკეთებინე. ეს არ მინანია, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ის გალოთებული და განარკომანებული ვინმე ყოფილა (ჯანმრთელობას ვუსურვებ!)...

.
აქ, სათაურადგამოტანილ [ერთ სიტყვად იწერება] თავის ამ გამოთქმაზე, რომელსაც წესს უწოდებდა, წმ. იოანე ოქროპირი, როგორც თავადვე ამბობდა, “უწყვეტად საუბრობდა ეკლესიაშიც, ბაზარშიც და ყველა ადგილას". ამის დასადასტურებლად, მას “ძველი აღთქმიდან" მოჰყავდა ორი ციტატა:
“ჰრქუა დავით აბესას, ერისთავსა მისსა: აჰა, ესერა, ძე ჩემი, რომელი გამოჴდა მუცელსა ჩემსა, ეძიებს სულსა [მოკვლას] ჩემსა, აწ ძეცა ესე იემენელისა მოსრულ არს და მეკიცხევს. აცადეთ [ნუ მოჰკლავთ] და მწყევდეს მე. ვინ უწყის, თუ უფალმან რქვა მაგას. რამეთუ იხილოს უფალმან დამდაბლებაჲ ესე ჩემი და მომაგოს მე კეთილი წყევისა მის წილ ამას დღესა შინა" (“II მეფეთა: 16, 11-12); “[უფალო] იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულილით ამაოდ მომიძულეს მე; და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი" (“ფსალუნნი": 24, 19-18).

.
წმ. იოანე აგრძელებდა: “ლაზარემაც მიიწია განსასვენებელს, იმად, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებაში ურიცხვი ჭირი დაითმინა. მაშ, ვინც შეურაცხყოფილნი ჰგონიათ, სინამდვილეში შეურაცხყოფილნი როდი არიან, თუკიღა მათ ყველა უბედურება ვაჟკაცურად გადააქვთ; პირიქით, მეტ მადლსაც მიემთხვევიან, საკუთრივ ღვთისგან ან ეშმაკისგან დარტყმების მიმღებნი" (ციტატების თარგმანი ჩვენეულია -- მღვდ. გ. სხილაძე).

.

.
აბა, მას, რომელიც ღვთისმსახურს ამას დაგიდებს, საქვეყნოდ -- თანაც, შენი საიუბილეო მოლოცვების გვერდზე --, კიდევ წყევლა და რტყმევა უნდა (მისი ვინაობა გადავშალე და უწმაწური სიტყვებიც, მკითხველისადმი პატივისცემის ნიშნად)?!.“

0
357
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0