მუსიკა ტრაგედია თამარ გვერდწითელის ოჯახში 2022, 20 ოქტომბერი, 16:00 მომღერალ თამარ გვერდწითელს დედა გარდაეცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ მის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა: ''გარდაიცვალა თამარ გვერდწითელის დედა ქალბატონი ინა კოფმანიმ. ქალი, რომელმაც მსოფლიოს მოუვლინა და აღუზარდა ღირსეული ვარსკვლავი თამარ გვერდწითელი და იყო დედობის და ქალის ეტალონი. დედა, რომელიც გახლდათ თამარ გვერდწითელის შემოქმედების მუზა. პანაშვიდები: დიღომი 8/ აკაკი გელოვანის 1 ჩიხი, სახლი 5. სამოქალაქო პანაშვიდი შაბათს, 22 ოქტომბერს სიონის საკათედრო ტაძარში 17:00 საათიდან. გასვენება კვირას, 23 ოქტომბერს, სიონის ტაძრიდან 14:00 საათზე"-ნათქვამია განცხადებაში.
თამარ გვერდწითელის კარიერა იწყება გასული საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც ის ბავშვთა საესტრადო ანსამბლ "მზიურის " ერთ-ერთი სოლისტი გახდა, რომელთანაც ერთად მთელი საბჭოეთი შემოიარა გასტროლებით.
სწორედ ებრაელი დედის, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ოდესელი ინა კოფმანის წყალობით, ადრეულ წლებშივე დაიწყო მუსიკაში მეცადინეობა, ჩააბარა თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში, შემდეგ დაამთავრა თბილისის კონსერვატორია ფორტეპიანოსა და კომპოზიციის კლასი და ვოკალისთვის განკუთვნილი სპეციალური კოლეჯი. 19 წლისამ საერთაშორისო კონკურს „წითელ მიხაკში“ გაიმარჯვა სოჭში. 1982 წელს მონაწილეობა მიიღო პოპ-მუსიკის კონკურსში დრეზდენში, 1988 — კონკურს „ოქროს ორფევსზე“ გაიმარჯვა სოფიაში. გამოდიოდა სან-რემოსა და სოპოტის ფერსტივალებზე. 1989 წელს გვერდწითელი საქართველოს სახალხო არტისტი გახდა, ხოლო 2004 წელს რუსეთის, იგი წლებია რუსეთში მოღვაწეობს, თუმცა ომის დაწების შემდეგ ა მომღერალი საქართველოში დაბრუნდა. 570 2-ს მოსწონს
|