საზოგადოება "ამ ნაძირალამ დაპატიჟა ვაკის პარკში..." - რას წერს ირინა სარიშვილი 2022, 19 ოქტომბერი, 13:49 პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი, ვაკის პარკის ტრაგედიის დროს გადარჩენილი ლაზარე ლობჟანიძის ოჯახში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სტუმრობასა და დაშავებული მოზარდის მშობლების პოზიციას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:"ერთ მხარეზე ბავშვს ამოფარებული ნაძირალა.მეორე მხარეს კარგი კაცის გადარჩენილი ბავშვის მშობლები ჩემი შვილი იყოს კარგად და წყალს წაუღია ყველაფერი მორალით.და მარიტა, რომელიც ამ ნაძირალამ დაპატიჟა ვაკის პარკში სათამაშოდ, ამ ბავშვის გადასარჩენად გადაეშვა შადრევანში და დაიღუპა.ამ ყველაფრის მნიშვნელობას რომ ბოლომდე ვაცნობიერებდეთ, გული უნდა გვქონდეს გახეთქილი უკვე."- წერს ირინა სარიშვილი.შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებული საშინელი ტრაგედიის დროს გადარჩენილ ლაზარე ლობჟანიძეს თბილისის მერი, კახა კალაძე ესტუმრა და საჩუქრები - ნაკრების მაისური და ბურთი გადასცა. მოზარდის მიერ დედაქალაქის მერთან ერთად გადაღებული ფოტოების სოციალურ ქსელში გავრცელებას საზოგადოების მხრიდან ნეგატიური შეფასებები მოჰყვა.კახა კალაძე "ფეისბუქზე" გამოთქმულ კრიტიკას ცოტა ხნის წინ, გამოეხმურა და განაცხადა რომ ის მოინახულებს ყველას, ვისი მადლიერიც არის და ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა:"რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემი და ჩვენი თავგანწირული თანამშრომლის, დევი მეზურნიშვილის შეხვედრამ, ჩემს მიერ პატარა ლაზარეს მონახულებამ გამოიწვია, პირდაპირ ვიტყვი, ეგ მეგობრებო, ჩემი ვალი და ვალდებულებაა, არა მხოლოდ როგორც დედაქალაქის მერის, არამედ როგორც პირველ რიგში, ადამიანის, როგორც კაცის, როგორ 4 შვილის მამის, კი მე მოვინახულე, შევხვდი ამ ადამიანებს, კიდევ შევხვდები და კიდევ მოვინახულებ. მოვინახულებ ყველას, ვისი მადლიერიც ვარ და ყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა.აუცილებლად შევხვდები მეგი ბანცაძეს, რომელმაც ლაზარე გადაარჩინა და მადლობას გადავუხდი. მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ბავშვების გადარჩენაში წვლილი შეიტანა: თითოეულ ექიმს, თითოეულ ექთანს, ყველა ადამიანს.აქვე, ბოდიშს ვუხდი ანდრიას, რომ გუშინ მისი მონახულება ვერ შევძელი, მაგრამ მომდევნო დღეების განმავლობაში, აუცილებლად ვესტუმრები მასაც."– განაცხადა დედაქალაქის მერმა.
|