x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელიც 84%-ის ალბათობით დასახლებულია
ტელესკოპი “კეპლერი” სამყაროში არამიწიერი სიცოცხლის მოძიების მიზნით შეიქმნა. ამ ტელესკოპით მეცნიერებმა ახლახანს აღმოაჩინეს პლანეტა ვარსკვლავ KOI-3010-ის ორბიტაზე, რამაც ისინი განაცვიფრა. მათი განცვიფრების საგანი იყო ის დაუჯერებელი მსგავსება, რაც ახლად აღმოჩენილ პლანეტას დედამიწასთან აღმოაჩნდა.


KOI-3010 არის წითელი ჯუჯა, რომელიც ქნარის თანავარსკვლავედში, ჩვენგან 1213 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და რომლის ასაკი 13, 9 მილიარდი წელია. ანუ გამოდის, რომ ეს ვარსკვლავი ჩვენს მზეზე 3-ჯერ უფრო ხნიერია და შესაბამისად მის ირგვლივ ორბიტაზე არსებული პლანეტის სავარაუდო ბინადრებს ევოლუციისთვის გაცილებით უფრო მეტი დრო უნდა ჰქონოდათ, ვიდრე ცოცხალ არსებებს აქვთ დედამიწაზე.


KOI-3010.01 (ან KOI-3010 b), როგორც ასტრონომებმა ახლად აღმოჩენილ პლანეტას უწოდეს, ეგრეთ წოდებული თბილი სუპერდედამიწის ტიპის ციური სხეულია, რომელიც მასით ჩვენს პლანეტას მკვეთრად აჭარბებს. მისი ერთი წელიწადი (ანუ სრული შემობრუნება თავისი ვარსკვლავის ირგვლივ) 60 დღეს გრძელდება.


KOI-3010 b დედამიწაზე მასით სულ ოდნავ უფრო დიდია. მისი მასა დედამიწის მასას 1, 35-ჯერ აჭარბებს. საშუალო ტემპერატურა მის ზედაპირზე 19, 6 ცელსიუსია, რაც იდეალურია სიცოცხლისათვის. ჩვენ ნაკლები ვიცით მისი ატმოსფეროს შემადგენლობის შესახებ, თუმცა მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობისგან არ განსხვავდება.



ასტრონომები აცხადებენ, რომ KOI-3010 b-ს დიდი ალბათობით არათუ დედეამიწის მსგავსი ატმოსფერო აქვს, არამედ საკუთარი ოკეანეც კი გააჩნია, რომელიც მისი ზედაპირის 65%-ს ფარავს. ოკეანის არსებობა კიდევ ერთი ძალიან ხელსაყრელი პირობაა პლანეტაზე სიცოცხლის წარმოსაქმნელად.


ვრცელდება ვარაუდები იმის შესახებ, რომ KOI-3010 b-ს ატმოსფეროს შემადგენლობაც ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობის იდენტურია. KOI-3010 b ზუსტად სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ზონაში მდებარეობს და მისი დედამიწასთან მსგავსების ინდექსი 0, 84-ს შეადგენს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია (ამ ინდექსის უმაღლესი მაჩვენებელი - 1 სამყაროში მხოლოდ ჩვენს პლანეტას აქვს). სწორედ ამიტომ მეცნიერები ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილები და ფიქრობენ, რომ ახლად აღმოჩენილი პლანეტა ცოცხალი არსებებით უნდა იყოს დასახლებული, ხოლო გამონდინარე იქიდან, რომ ვარსკვლავი KOI-3010 მზეზე 3-ჯერ უფრო ხნიერი გახლავთ,
KOI-3010 b-ზე თუ ცოცხალი არსებები მართლა სახლობენ, ისინი ჩვენზე მილიარდობით წლით წინ უნდა იმყოფებოდნენ განვითარების საფეხურზე.


თუმცა… თუ KOI-3010 b-ზე ცოცხალი არსებები მართლა სახლობენ და ისინი განვითარების თვალსაზრისით ჩვენზე მილიარდობით წლით წინ იმყოფებიან, სად არიან ისინი? ცივილიზაცია, რომელიც ადამიანურ ცივილიზაციაზე მილიარდობით წლით წინ არის წასული, საკუთარი ვარსკვლავის ირგვლივ დოუსონის სფეროსაც შექმნიდა და დედამიწაზეც ადამიანების გაჩენამდე გაცილებით უფრო ადრეც მოაღწევდა. თუმცა KOI-3010-ის ირგვლივ არც დოუსონის სფეროა დამზერილი და არც დედამიწა გახლავთ KOI-3010 b-ს ბინადრების საყვარელი სასეირნო ადგილი.


მაშ რა ხდება? რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? ეს არის კითხვები, რომლებიც არაერთ მეცნიერს აწუხებს და რომლებზე პასუხების პოვნასაც კაცობრიობა მომდევნო წლების მანძილზე შეეცდება.


KOI-3010 b



0
199
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0