x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ბევრად იოლია დაა@@ვო ვიდრე დაარწმუნო რომ ვიღაც ა@@ვებს " - რას წერ მაკა რაზმაძე

image


"ბევრად იოლია დაა@@ვო და მოატყუო ადამიანები ვიდრე დაარწმუნო იმაში რომ ვიღაც ა@@ვებს და ატყუებს"- ამ შინაარსის პოსტს ავრცელეს ტელეჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ბევრად იოლია დაა@@ვო და მოატყუო ადამიანები ვიდრე დაარწმუნო იმაში რომ ვიღაც ა@@ვებს და ატყუებს- ჩემს მეგობარს ედო და რა ზუსტია მოგკლავთ ეს ორმაგი და უკვე ასმაგი სტანდარტები საყვარლებო.რომ კითხო ვითომ ფასეულობებს იცავენ და სინამდვილეში ჩირქით აქვთ გული გამოტენილი.რომ კითხო შრომა არანაირი არაა სათაკილოო და უცებ წამოაძახებენ ადამიანს თავის სამუშაო ადგილს როგორც დასაცინს, რომ კითხო გარეგნობაზე დაცინვა უზნეობააო და სწორედ გარეგნობით იწყებენ როცა სხვა მიზეზი არ აქვთ.


რომ კითხო ადამიანის უფლებებისთვის იბრძვიან და სინამდვილეში ფეხქვეშ თელავენ ადამიანის ყველა უზენაეს უფლებას.რომ კითხო პირადი ხელშეუხებელიაო და სწორედ პირადს გიგონებენ თავიანთი მოკლე ჭკუით სადისკრედიტაციოდ... და რომც არ კითხო არამკითხე მოამბეო მიტყიპე და მიაგდეო ჯერ კიდევ როდის უთქვამთ ძველებს.საკუთარი არაფერი რომ არ ღირსებიათ ისინი გითვლიან შენ რა გაქვს, არავის არასდროს რომ არ ყვარებია ისინი არჩევენ სხვისი ოჯახების ამბებს.სულ ვინც გეტენებოდა ისინი ცდილობენ მერე სხვებს ისე მოაჩვენონ თითქოს არაფრად უღირხარ.შენც არ კადრულობ გამოუქვეყნო როგორ გეტენება და რა დითირამბებს გიმღერის და ამით სარგებლობენ ცოდოები.


დიდი ხანია აღარაფრის მეშინია, დიდი ხანია მეცინება კუანა კომპლექსიან ადამიანებზე რაც თვითონ არიან და რასაც თვითონ სჩადიან იმით რომ უნდათ სხვისი გასვრაც.ერთ პაწაწინა სიმართლეს რომ გაურევენ უამრავ სიბინძურეში და ვითომ ამით ფუთავენ აი თუ მართალი არააოცოდოები...არაუშავს, გაიხარონ. ჩვენ რომ არ ვიყოთ ეგენი ხომ ვეღარც იარსებებენ.ვიღას გალანძღავენ მერე? რიღათი გამოიჩენენ თავს? სხვა ხომ არც ნიჭი აქვთ არაფრის, არც არავის სჭირდება და არც არავინ ყავთ მყვარებელი დედამიწაზე.არც მეგობრები, არც ოჯახი არც პატივისმცემელი ვინმე.ყველას სძულს და ყველას ეზარება მათი შეხება რომ მერე სიბინძურე არ დაატყდეთ თავზე.


ალბათ რამდენს გეცნოთ ეს ამბები აი ასეა ხოლმე და ამ რეალობაში იზრდება ახალი თაობა.და მერე გონიათ რომ მატყუარა სიმართლეს ამბობს, უზრდელი ზრდილობიანს ერევა და მაგარია, უზნეო ზნეობრივებს ჯობნის რადგან ის კადრულობს და ზნეობრივი არა....და იზრდებიან ასე.მერე კი მობრუნდება ასეთ ფასეულობებზე აღზრდილი თაობა და გარეთ გაგაგდებს სახლიდან მშობელს.და ვინ იცის კიდევ რა...


დედამიწა კი ბრუნავს სიკეთე და სისუფთავე აბრუნებს დედამიწას და მადლობა ღმერთს ამ ფარისევლობას და სიბინძურეს სიკეთე სჭარბობს მაინც ყოველთვის ას ასე რომ მშვიდობაა, კარგად ვართ, მივდივართ წინ" - ვკითხულობთ ჟურნალისტ მაკა რაზმაძის პოსტში.



0
175
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
175