x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ერთმა მკითხა, პატრიარქობა რომ შემოგთავაზონო, თუ დათანმხდებიო"-ილია ჭიღლაძე

image

დეკანოზ ილია ჭიღლაძეს ჰკითხეს, პატრიარქობა რომ შემოგთავაზონო, თუ დათანმხდებიო, რაზეც მან სოციალური ქსელით გასცა ვრცელი პასუხი.


"ერთმა მკითხა, პატრიარქობა რომ შემოგთავაზონო, თუ დათანმხდებიო. ძველ საუკუნეებში ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც პატრიარქად ირჩევდნენ ერისკაცს, ან მღვდელს (ესე იგი ხუცესს). და ასეთი არაერთი პატრიარქი უდიდეს მოღვაწეებად შევიდნენ ეკლესიის ისტორიაში. ნამდვილად მერჩივნა გვყვავდეს ისეთი პატრიარქი, რომელიც ჩემზე და ყველაზე ღირსეული იქნება, მომისმენს და გაითვალისწინებს ჩემი და სხვა ყველას სამართლიან მოთხოვნებს და შენიშვნებს. რომ ვთქვა, დავთანხმდებიო შემოთავაზებას, რომელიც ფანტაზიის სფეროა ისედაც“ დაიწყებენ ყიყინს მტრები, პატრიარქობა ნდომებიაო. მე პატრიარქობა კი არ მინდა, ან რაიმე თანამდებობა ეკლესიაში, მე ღირსეული და სუფთა ეკლესია მინდა, სადაც ღირსეულად ვიმღვდელებ, ან სულაც მრევლში დავდგები, და არ მექნება საკრიტიკებელი და საბრძოლი ელემენტარული ჭეშმარიტებებისათვის. მე არ (აღარ) მაქვს მღვდლობის ვნება (რითაც დაავადებულია ბევრი სასულიერო პირი, ასევე სტიქაროსნების და სემინარისტი ბიჭების საკმაო ნაწილი), ეს პერიოდი გავიარე უკვე. იმიტომ კი არა, რომ მღვდლობა მომბეზრდა და აღარ მინდა, ან არ ვაფასებ, არა! არამედ იმიტომ, რომ უსამართლო და უწმინდური ეკლესიის მღვდლობაა საძაგელი და ამორალური, სრულიად უფასური და უნაყოფოა ასეთ სისტემაში მღვდლობა, რომელიც მხოლოდ ამ ბოროტი და მაფიოზური სისტემის გაძლიერებას ემსახურება პირდაპირ, ან ირიბად და არა უფლისმიერი სიმართლის და სიწმინდის აღშენებას ერში და ბერში. იმედია, კარგად გაიაზრებს მკითხველი, რაც ვთქვი."-წერს ილია ჭიღლაძე.

0
267
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0