x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ინტიმური კავშირის არ ქონა მამაკაცებში ქალთმოძულეობას იწვევს
image

ნიდერლანდების ტვენტეს უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს კავშირი მამაკაცის აბსტინენციასა და ქალთმოძულეობას შორის და ასევე დაადგინეს, რომ ეს უარყოფითად მოქმედებს ქალებთან ურთიერთობაზე. ამის შესახებ ნათქვამია სამეცნიერო ჟურნალში Personality and Individual Differences.


კვლევის დროს ექსპერტებმა გამოკითხეს 156 მამაკაცი, რომლებიც საკუთარ თავს ასახელებენ როგორც ინცელებს - ანუ დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ პოულობენ სექსუალურ პარტნიორს და 192 ჩვეულებრივი მამაკაცი. მათ გულწრფელად უპასუხეს კითხვებს იძულებით თავშეკავების შესახებ, რომელმაც გამოავლინა პიროვნების ნიმუში, ქალთა მიმართ მტრობა, სექსუალური ობიექტივაცია და გაუპატიურების მითებისადმი დამოკიდებულება.


საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ იძულებითი აბსტინენცია ასოცირდება ქალების მიმართ მტრულ დამოკიდებულებასთან, სექსუალურ ობიექტივაციასთან და ძალადობის შესახებ გავრცელებული მითების შექმნასთან.



სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მამაკაცები, რომლებიც ამბობენ, რომ „მე მინდა ქალის გაცნობა, მაგრამ არავის სურს ჩემთან შეხვედრა“, უფრო მეტად ეთანხმება ფორმულირებას „უმჯობესია არ ენდოთ ქალებს“, ანუ მათში ბევრად უფრო, კვეთრად არის გამოხატული ქალების სიძულვილი.


კვლევის ავტორების აზრით, ამ აღმოჩენას გააჩნია მნიშვნელოვანი თეორიული დასაბუთება: რომანტიკული ან სექსუალური პარტნიორის პოვნის ფუნდამენტური სურვილის დაუკმაყოფილება იწვევს სექსისტური და ქალთმოძულების სხვადასხვა ფორმის განვითარებას.


სხვათა შორის სხვა კვლევით, მამაკაცებში სექსისგან ხანგრძლივმა თავშეკავებამ შეიძლება გამოიწვიოს იმპოტენცია.


ასევე უსექსობამ ან ხანგრძლივი პაუზებით ინტიმურმა კავშირმა შეიძლება გამოიწვიოს პროსტატის პრობლემები. ექიმების თქმით, იმ მამაკაცებში, რომლებსაც არა აქვთ სექსი, ასეთი შედეგების რისკი ორ-სამჯერ მეტია.

0
147
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0