x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ასე ყველაფრის გაბანძება როგორ შეიძლება, ხალხო!" - რამ აღაშფოთა ირინა სარიშვილი

image


პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი საშინელი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ქანდაკების დადგმასთან დაკავშირებით შექმნილ პეტიციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნულ ინიციატივიას "ბანძობას" უწოდებს:


"რა მარიტას ქანდაკება!


რა ფულის შეგროვება დევი მეზურნიშვილისთვის!


ასე ყველაფრის გაბანძება როგორ შეიძლება, ხალხო!


ამას მერიაც გააკეთებს, თუ ჩათვლის რომ საჭიროა და რა მერე?! რა?!


რაც შეეხება კახა კალაძის გადადგომას, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, რადგან მის მორალზეა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი და მორალი ყველას თავისი აქვს, სხვა ვერაფრისკენ მოუწოდებს.


ზუსტად იმიტომ რომ ოთხი შვილი ჰყავს, ზუსტად იმიტომ რომ მართლა უამრავ ბავშვს დახმარებია…


და კიდევ ზუსტად იმიტომ რომ ამ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ ამ ავადხსენებული შადრევნის ფონზე სწორედ მისი – კახა კალაძის ზეიმი იყო და ამ ზეიმის მერე მივიდნენ იქ ბავშვები გასართობად, აი ზუსტად ამიტომ ალბათ კახა კალაძისთვის ბევრად ადვილი იქნებოდა ცხოვრების გაგრძელება, თუ გადადგებოდა.


ეს ჩემი გადმოსახედიდან…


მან ეს არ (ვერ) გააკეთა.


მისთვის იყო კარგი გადადგომა, მის ცხოვრებას შეცვლიდა უკეთესისკენ, თორემ ამ ქვეყნის უბედურების სათავე კახა კალაძე რომ არ არის და მხოლოდ მისი შეცვლით რომ არაფერი შეიცვლება, ეს არ ვიცით?! ეჰ…" - წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ შეიქმნა პეტიცია, რომლის თანახმადაც საზოგადოების ნაწილი ითხოვს "ვაკის პარკს" "მარიტას სახელობის პარკი" ეწოდოს და იქ გოგონას სკულპტურა დაიდგას.




0
315
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
315