x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ გეგმავდნენ აშშ და სსრკ მთვარის დემონსტრაციულად „აფეთქებას“
image

ის ფაქტი, რომ შეერთებულ შტატებში არსებობდა ისეთი პროექტი, როგორიცაა A-119, ცნობილი გახდა მხოლოდ 2000 წელს. მისი გაშვება მზადდებოდა 1958 წლიდან 1962 წლამდე, როდესაც ქვეყანა სერიოზულად ფიქრობდა დედამიწის თანამგზავრის დაბომბვას.


საბედნიეროდ, პროექტი არ განხორციელდა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ 60-იან წლებში მათ მოახერხეს გრენლანდიის ყინულში ბირთვული ბომბების დაკარგვა. (1968 წლის 21 იანვარს კატასტროფა განიცადა B-52-მა, რომლის ბორტზეც ოთხი თერმობირთვული ბომბი იყო)


მიუხედავად ამისა, ამ წარუმატებლობამ ხელი არ შეუშალა ამერიკელებს სასიკვდილო იარაღი სხვადასხვა ბუნებრივ გარემოში გამოეცადათ.



თუ მისი ტესტირება სტრატოსფეროში შესაძლებელი იყო, მთვარის ზედაპირზე მისი აფეთქება საინტერესო, მაგრამ ძალიან რთული ამოცანა იყო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა დაისახა მიზნათ იმ დონის აფეთქება მოეწყო, რომ მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს შეემჩნია .


სწორედ ეს აფეთქება უნდა მომხდარიყო მთვარის ნათელი და ბნელი მხარეების გამყოფ ხაზზე, რა დროსაც მაღლა ატყორცნილი მტვერი მზის სხივებს გადაეფარებოდა და ხილული გახდებოდა დედამიწიდან. თუმცა იდეა საბლოოდ უარყო აშშ-ს არმიამ რაკეტა მატარებლის არარსებობის გამო, რომელსაც შეეძლო ასეთი მძიმე ტვირთის აწევა.


შედეგად, გეგმა შეიცვალა და მათ დაგეგმეს 2 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტი სიმძლავრის ბომბის გაშვება პირდაპირ მთვარის ზედაპირზე. შედარებისთვის, იაპონიაზე ჩამოგდებული ჭურვი 6-9-ჯერ უფრო ძლიერი იყო. როგორც ხშირად ხდება, აშშ-ს მთავრობამ პროექტი საიდუმლოდ შეინახა იმის შიშით, რომ საზოგადოება მის შესახებ შეიტყობდა და ქუჩაში გამოვიდოდა მისი გაუქმების მოთხოვნით.


ამის თავიდან ასაცილებლად, შეერთებულმა შტატებმა აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სსრკ ამზადებდა ძლიერ აფეთქებას მთვარეზე ოქტომბრის რევოლუციის წლისთავზე. და ამან იმუშავა. მართლა ასე იყო?


საბჭოთა კავშირს ჰქონდა მსგავსი გეგმა, სახელწოდებით „E-3“. როგორც სახელიდან მიხვდით, ის სამ ეტაპს მოიცავდა: მთვარის ზედაპირამდე მიღწევა, ზონდის ბნელ მხარეზე გაგზავნას და ბირთვულ დაბომბვას. 1959 წელს საბჭოთა სადგურმა „ლუნა“-მ მიაღწია თანამგზავრის ზედაპირს, გადაიღეს სურათები და ჩაატარეს მრავალი სამეცნიერო კვლევა.



საბჭოთა მეცნიერებს სურდათ შეესწავლათ მთვარის ნიადაგის მტვრის ღრუბელი, რისთვისაც სერგეი კოროლევმა და მესტილავ კელდიშმა შესთავაზეს ერთი კოსმოსური ხომალდის განზრახ ჩამოგდება მთვარის ზედაპირზე. ამასთან, ფიზიკოსმა იაკოვ ზელდოვიჩმა შესთავაზა ბირთვული დარტყმა, რადგან ხომალდის ჩამოვარდნა, თუნდაც ის სავსე იყოს ასაფეთქებელი ნივთიერებებით, შეუმჩნეველი დარჩებოდა.


უცნობია, მიიღებდა თუ არა ამ გეგმებს პარტიის ხელმძღვანელობა“ მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სსრკ ყველაფერში ამერიკელებს ეჯიბრებოდა(გაიხსენეთ ლოზუნგი "დავეწიოთ და გავუსწროთ აშშ-ს") აშკარად მიიღებდა.


თუმცა არც ამერიკული და არც საბჭოთა პროექტი არ განხორციელებულა. რა არის მთავარი მიზეზი?


დიდი ალბათობით ორივე ქვეყანას ეშინოდა გაშვება წარუმატებელი არ ყოფილიყო, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ავარიები საკმაოდ ხშირი იყო ორივე მხრიდან . ერთია, თუ რაკეტა საკუთარ ტერიტორიაზე ჩამოვარდებოდა(ეგეც დიდ უბედურებას მოიტანდა), მაგრამ არსებობდა რისკი, რომ ის სადღაც მეტოქე ქვეყნის სივრცეში ჩავარდებოდა, რაც მესამე მსოფლიო ომის პროვოცირებას მოახდენდა. კარიბის ზღვის კრიზისის ფონზე კი ყველას ეშინოდა ბირთვული კონფლიქტის.

4
269
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
269
  
2022, 23 ნოემბერი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 2 ნოემბერი, 1:10
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 18 ოქტომბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 15 ოქტომბერი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4