x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თაყვანისმცემელი მთელი წელი დასდევდა ვარსკვლავს, რომ სასიკვდილო სენისგან ეხსნა

ავსტრალიელი მსახიობის და ტელეწამყვანის ერთ–ერთმა თაყვანისმცემელმა, ტელეეთერის დროს, შენიშნა, რომ მის საყვარელ მსახიობს კისრის არე შესიებული ჰქონდა და მიხვდა, რომ გოგონა სასიკვდილო სენით იყო დაავადებული...


image


ეს ბრი ამერია — მსახიობი და ტელეწამყვანი. ხოლო ეს, ფოტოა იმ ტელეეთერიდან, რომლის დროსაც, თაყვანისმცემელმა მას სასიკვდილო დაავადების დიაგნოზი დაუსვა.
ამის შემდეგ, ის მთელი წელი ცდილობდა მასთან დაკავშირებას, რომ მოსალოდნელი უბედურების შესახებ გაეფრთხილებინა და გადაერჩინა.


image


ამ ხნის მანძილზე, ის სოციალური ქსელებით ცდილობდა მისთვის ხმის მიწვდენას. მაგრამ, გოგონა უცხო ადამიანის მესიჯებს არც კი ნახულობდა. ხოლო დაცვა, მასთან არ უშვებდა. ბოლოს, როგორც იქნა ერთ–ერთი მათგანი დაარწმუნა და ის მსახიობთან შეუშვეს...

ბრი მეორე დღესვე ექიმთან მივიდა და გაირკვა, რომ მას ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე ჰქონდა და სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროებოდა.
გოგონამ 2 ოპერაცია გაიკეთა და ქიმიოთერაპიის კურსი გაიარა. ამის შემდეგ, ის სრულიად გამოჯანმრთელდა. მართალია, ახლა ყოველ ექვს თვეში ერთხელ, გეგმურ გამოკვლევას გადის.


image


«გამიმართლა, რომ ის ასეთი დაჟინებული აღმოჩნდა! ერთი წლის შემდეგ, ეთერში, ჩემი სიმსივნე უფრო შესამჩნევი და დიდი იყო და ბოლოს, მან ჩემთან დაკავშირება მოახერხა» — თქვა ამერმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის სიმსივნის აღმოჩენა ძალიან რთულია.


ფარული სიმპტომებით მიმდინარეობს ჰიპოთირეოზიც*. ხშირად, როდესაც ძილი გვერევა, მოთენთილობას, დაღლილობას, სახსრების ტკივილს ვგრძნობთ და ყველაფერს გადაღლილობას ვაბრალებთ, სინამდვილეში ეს, შეიძლება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევით იყოს გამოწვეული.

* შენიშვნა: ფარისებრი ჯირკვლის ყველა სახის დაავადება, ფართო მასებში, «ჩიყვის» (ფარისებრი ჯირკვლის გადიდება) სახელით არის ცნობილი. მაგრამ, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სხვადასხვა სახე და სტადია არსებობს. ჰიპოთირეოზი საწყის და I – II სტადიაზე, ვიზუალურად არა ჩანს და მისი აღმოჩენა, მხოლოდ ქვემოთ მოცემული სიმპტომებით შეიძლება.

ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამოყოფილი ჰორმონი ორგანიზმის აბსოლუტურად ყველა ორგანოს ფუნქციონირებაზე მოქმედებს, ამიტომ პრობლემის დროულად აღმოჩენა და მკურნალობის დაწყება ენდოკრინოლოგთან, ძალიან მნიშვნელოვანია.

ჰიპოთირეოზის დროს, შემდეგი სახის სიმპტომები ვლინდება: გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* გულისამაჩუყებელი იგავი, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება

* "მფრინავი ქვები" და ელექტრო დენი ძველ ეგვიპტეში

* "უცხოპლანეტელებმა დედამიწის კოლონიზაცია არაერთგზის მოახდინეს" ...

* 20 ფოტო, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* ისტორიის კიდევ ერთი საიდუმლო გაიხსნა – ნაპოვნია ჩინგიზ-ყაენის საფლავი

* ყველაზე უჩვეულო და შემზარავი ისტორიული მოვლენები წარსულიდან – ამას სახელმძღვანელოებში ვერ წაიკითხავთ

* კოლუმბის საიდუმლო



1
831
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
831
  
2022, 20 დეკემბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1