x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დედამთილმა აღიარა რძლის მკვლელობა, თუმცა პოლიციას არ სჯერა
image

გერმანიაში მოკლული 32 წლის პეტერბურგელი ქალის ეკატერინა ბაუმანის დედამთილმა აღიარა, რომ რძალი თავად მოკლა. თუმცა, ექსპერტებს ამაში სერიოზული ეჭვი ეპარებათ. მთავარ ეჭვმიტანილად გამომძიებლები კვლავ მოკლული რუსი ქალის გერმანელ მეუღლეს მიიჩნევენ.


„სასამართლო პროცესი ახლაც გრძელდება, მაგრამ მისი (მოკლულის დედამთილის) განცხადებების შემდეგ შესვენება გამოცხადდა.


ჩემმა ადვოკატმა თქვა, რომ დედამთილმა მართლაც ყველაფერი აღიარა. მან განაცხადა, რომ მათთან სტუმრად მისულს კატია დანით თავს დაესხა, რის შემდეგაც დაახრჩო“, - განუცხადა გაზეთ kp.ru-ს მოკლული ქალის დედამ.


image

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილის ქმარმა კარლ ბაუმანმა სასამართლო პროცესზე უარყო მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება,



მარტის დასაწყისში გერმანიაში იდუმალებით დაკარგული 32 წლის რუსი ქალის ცხედარი ჩემოდანში იპოვეს მდინარე ვეზერის ნაპირზე, ბრემერფავენში, Sail City Hotel-თან. ის მოულოდნელად გაუჩინარდა ქალაქ ბრემერჰაფენში 4 თებერვალს. გარდაცვლილი ქალის მშობლებს თავიდანვე სჯეროდათ, რომ ეკატერინეს გაუჩინარებაში მისი ქმრის ხელი ერია.


ბოლო ხანებში, ბაუმანის ოჯახში ურთიერთობები კარგად არ ეწყობოდა, ქალი პატარა 5 წლის ქალიშვილის გამო დიდი ხნის განმავლობაში ვერ ბედავდა ქმრის მიტოვებას, მაგრამ განქორწინების პროცესი მაინც დაიწყო, თუმცა აღარ დასრულდა.



სამართალდამცავებისთვის, პირველივე ეჭვმიტანილი ქმარი, კარლ ბაუმანი გახდა.. მამაკაცი პოლიციამ დააკავა, მომხდარის შემდეგ კი მათი ხუთი წლის ქალიშვილი გამოძიების პროცესის დასრულებამდე ბავშვთა სახლში მოათავსეს.

2
542
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
542
  
2022, 18 ოქტომბერი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 15 ოქტომბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2