x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
კოსმოსში აღმოჩენილია ალკოჰოლის გიგანტური ზომის ღრუბელი, რომელიც მზის სისტემაზე 1000-ჯერ დიდია
ასტრონომებმა კოსმოსში ალკოჰოლის უზარმაზარი ღრუბელი აღმიაჩინეს, რომელიც თავისი გამაოგნებელი ზომებით 1000-ჯერ აღემატება მზის სისტემის განივს.


ღრუბელი ჩვენგან 10, 000 სინათლის წლის დაშორებით, არწივის თანავარსკვლავედში მდებარეობს.
საუბარია 200 ტრილიონჯერ ტრილიონჯერ ტრილიონ ლიტრ ეთილალკოჰოლზე.


ალკოჰოლი


ეს იცით რამდენია? დედამიწაზე მცხოვრებმა 8 მილიარდმა ადამიანმა ყოველდღე რომ 300 ლიტრი ალკოჰოლი მიირთვას, ამხელა მარაგს 1 ტრილიონი წელი ვერ ამოვწურავთ!



თუმცა, ვინც ამ ღრუბლის მიმართულებით გამგზავრებას აპირებთ, იმედი უნდა გაგიცრუოთ. მასთან მისაღწევად ყველაზე სწრაფი კოსმოსური ხომალდითაც კი 100 მილიონი წელიწადი დაგჭირდებათ. გარდა ამისა, ღრუბელი სხვადასხვა მავნე ნივთიერებებსაც შეიცავს, როგორებიცაა ნახშირბადის მონოქსიდი, სხვადასხვა მჟავები და ამიაკი.


მშვილდოსნის თანავარსკვლავედის არყის ღრუბელი B2 (რომელიც ზემოთა სურათზე მოწითალო-მეწამულისფერ წერტილად გამოიყურება), არწივის თანავარსკვლავედის ალკოჰოლის გიგანტურ ღრუბელთან შედარებით “სულ რაღაც” ერთი ყლუპია - ის მხოლოდ 10 კვადრილიონ ტონა სპირტს შეიცავს და მას კოსმოსის შესახებ ბევრი სასარგებლო ინფორმაციის გამხელა შეუძლია ასტრონომებისთვის.


მეცნიერების თქმით, მშვილდოსნის თანავარსკვლავედის B2 ღრუბელს ჟოლოს გემო აქვს და რომის სურნელი. იგივე სურნელი და გემო ექნებოდა არწივის თანავარსკვლავედის ალკოჰოლის გიგანტური ღრუბლისგან დამზადებულ არაყსაც, იქამდე მიღწევა და მისი დეგუსტაცია რომ შეგვეძლოს.


მოკლედ, კოსმოსში ყველაფერია, ალმასებიდან და ოქროდან დაწყებული, სპირტიანი სასმელებით დამთავრებული. მთავარია, ბილეთი ავიღოთ და იქამდე მიფრენა შევძლოთ.

2
555
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
555
  
2022, 15 ოქტომბერი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 ოქტომბერი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2