x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს თავმოჭრილი უტიფარი... თქვე გარეწრებო რას და რაზე ფიქრობთ ამ დროს" - ვის მიმართავს თაკო ჩარკვიანი

image


ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი ვაკის პარკში მომხდარ საშინელ ტრაგედიას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და უკლებლივ ყველა დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. პოლიტიკოსის თქმით, პასუხი ასევე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემაც უნდა აგოს:


"ჩემო "ნაცნობებო" და "უცნობებო”, მაშინ ყოფილი ხელისუფლების დროს, რომ ამგვარი ტრაგედია მომხდარიყო, თან ისე რომ მერიას მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი მოწერილი ჰქონოდა, ქუჩაში ხომ ვიქნებოდით სრულიად ქალაქი?! რა არის ეს ასეთ დროსაც "შერჩევითობა"?? და ორმაგი სტანდარტი??? რა საშინელებაა ზოგიერთის ასე დეგრადირება ! პასუხი აგოს ყველამ ვინც ეს უბედურება დაატრიალა, პასუხი აგოს ქალაქის მერმა !!!!!


"აი ეს ქალაქის უზრდელი მერი კალაძე, ხალხს რომ სთავაზობდა -" გამოქანდითო", ახლა რომ თავისით გამოქანდეს სასწრაფოდ და “დაენარცხოს" დედამიწას ეს თავმოჭრილი უტიფარი, მიღება-ჩაბარების აქტს რომ ხელს აწერთ თქვე კორუფციონერო გარეწრებო რას და რაზე ფიქრობთ ამ დროს?! გაგვისკდა გული გაგვისკდა!!!!!!!" - წერს პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ დღეს, ვაკის პარკში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. გუშინ, 12 ოქტომბერს, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ საზეიმოდ გახსნილ განახლებულ შადრევანში ბავშვებს თამაშისას ბურთი ჩაუვარდათ და მის ამოსაღებად ჩავიდნენ, რომლებსაც ადგილზე დენმა დაარტა. თვითმხილველების თქმით, შადრევანში ჯერ ერთი ბავშვი ჩავიდა, რომელსაც შემდეგ ორი თანაკლასელიც ჩაყვა.


სამივე მათგანი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი დაშავებული, 13 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა. "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ, პოლიციამ კომპანია "გრინ სერვისის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე დააკავა, სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ ჩაატარა შადრევნის სარემონტო სამუშაოები.










0
466
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
466