x
image
intermedia.ge
Mediator image
13 ოქტომბერს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
image

დღეს, 13 ოქ­ტომ­ბერს, 20:00 სა­ათ­ზე IWSC -ის კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რი მე­და­ლო­სან ქარ­თულ ღვი­ნო­ებს გა­მო­ავ­ლენს. კონ­კურ­სზე უპ­რე­ცენ­დენ­ტოდ მა­ღა­ლი რა­ო­დე­ნო­ბის - 487 ქარ­თუ­ლი ღვი­ნო და­რე­გის­ტრირ­და. პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში, ქარ­თველ მწარ­მო­ებ­ლებს - 150-ზე მეტ კომ­პა­ნი­ას შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ჯილ­დო სა­კუთრ ქვე­ყა­ნა­ში მო­ი­პო­ვოს.


კონ­კურ­სში წარ­მოდ­გე­ნილ ღვი­ნის ნი­მუ­შებს სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი ჟი­უ­რი აფა­სებს, რო­მელ­საც ბრი­ტა­ნე­ლი ღვი­ნის მა­გის­ტრი სარა ებო­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან, ღვი­ნის ექ­სპერ­ტე­ბი ქეთ ლო­მაქ­სი, მე­გან კლარ­კი, მეგი მა­კ­ფერ­სო­ნი და კრის­ტელ გილ­ბერ­ტი, უფ­რო­სი სო­მე­ლიე სალ­ვა­ტო­რე კას­ტა­ნო. ასე­ვე ცნო­ბი­ლია IWSC -ის ჟი­უ­რის ად­გი­ლობ­რი­ვი მსა­ჯე­ბის ვი­ნა­ო­ბაც, რომ­ლე­ბიც წარ­მოდ­გე­ნილ ღვი­ნის ნი­მუ­შებს შე­ა­ფა­სე­ბენ. ესე­ნი არი­ან ექ­სპერ­ტე­ბი და ღვი­ნის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნე­ბი: ანა გო­დაბ­რე­ლი­ძე, გი­ორ­გი და­ქიშ­ვი­ლი, ლადო უზუ­ნაშ­ვი­ლი, და­ვით ჩი­ჩუა, ჯაბა ძი­მის­ტა­რიშ­ვი­ლი, მაგ­და სურ­გუ­ლა­ძე, პატ­რიკ ჰო­ნე­ფი, გი­ორ­გი სა­მა­ნიშ­ვი­ლი, შალ­ვა ჯა­ფა­რი­ძე, რეზი ცე­ცხლა­ძე, ზვი­ად ლო­ლა­ძე, კახა ჭო­ტი­აშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ჩო­ლო­ბარ­გია და ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან მე­ხუზ­ლა.


„მე­და­ლო­სა­ნი ღვი­ნო წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თვე­ლი მეღ­ვი­ნეს­თვის, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, ბრი­ტა­ნე­თი­სა და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გა­ყიდ­ვე­ბი გა­ზარ­დოს. ღვი­ნის შე­ძე­ნი­სას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ღვი­ნის შემ­სყიდ­ვე­ლე­ბი მე­დალს დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ. მეღ­ვი­ნე­ე­ბის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დოს მი­სა­ღე­ბად სა­ზღვარ­გა­რეთ ნი­მუ­შე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და გაგ­ზავ­ნის პრო­ცე­დუ­რე­ბი, რთუ­ლი ბა­რი­ე­რია. ქვეყ­ნის ფარ­გლებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა უპ­რე­ცენ­დენ­ტო შან­სია ქარ­თვე­ლი მწარ­მო­ებ­ლე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ისიც, რომ ცნო­ბი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ბრი­ტა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ქარ­თველ მეღ­ვი­ნე­ებს გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რე­ბენ, “ - აცხა­დებს სარა ებო­ტი.


“მსოფ­ლიო მას­შტა­ბით არა­ერთ ღვი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურსს ვიც­ნობთ, თუმ­ცა IWSC გა­მორ­ჩე­უ­ლია თა­ვი­სი მრა­ვალ­წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ით. IWSC ღვი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სია, რო­მელ­საც 50 წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ აღ­მო­ა­ჩი­ნონ ახა­ლი ტა­ლან­ტე­ბი ღვი­ნის სფე­რო­ში, რათა მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნოს. კონ­კურ­სი მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ერთ-ერთ ლი­დერ პო­ზი­ცი­ა­ზეა. ჟი­ურს, რო­მე­ლიც ღვი­ნოს აფა­სებს მსოფ­ლიო დო­ნის მეღ­ვი­ნე­ე­ბი, სო­მე­ლი­ე­ე­ბი და ბა­ი­ე­რე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ. კონ­კურ­სის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბა ხელს შე­უ­წყობს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე გას­ვლას, “ - აღ­ნიშ­ნავს IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამ­ბა­სა­დო­რი მა­რი­ამ გუ­ჯა­ბი­ძე.


მნიშ­ვნელ­ვა­ნია, რომ კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში ქარ­თველ მეღ­ვი­ნე­ებს ცნო­ბი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ბრი­ტა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რე­ბენ. იმი­სათ­ვის, რომ სწო­რად შე­ფას­დეს ღვი­ნო და გა­მო­იკ­ვე­თოს მისი ნამ­დვი­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, საკ­მა­რი­სი დრო უნდა და­ეთ­მოს მის გა­სინ­ჯვას - და­გე­მოვ­ნე­ბას. ექ­სპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილ­დოს მი­ღე­ბა მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის და სწო­რედ ეს ფაქ­ტი ანი­ჭებს ჯილ­დოს მნიშ­ვნე­ლო­ბას. კონ­კურსს ეყო­ლე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე კი - მო­გე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა, რად­გან ჟი­უ­რის წევ­რე­ბის შე­ფა­სე­ბებს ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მი­ი­ღებს.


"სა­ო­ცა­რი მოვ­ლე­ნა გვე­ლო­დე­ბა დღეს, 13 ოქ­ტომ­ბერს ღვი­ნის სფე­რო­ში. ნამ­დვი­ლად, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შე­დე­გი გვაქვს, სულ და­რე­გის­ტრირ­და 487 ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, რაც მი­ნი­მუმ ორ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მო­ლო­დი­ნებს. უზო­მოდ მი­ხა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში მი­ვაწ­ვდი­ნეთ ჩვენს მეღ­ვი­ნე­ებს ხმა და გა­ვა­გე­ბი­ნეთ, რომ მსოფ­ლი­ო­ში ღვი­ნის და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი კონ­კურ­სი ჩა­მო­დის მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი მეღ­ვი­ნე­ე­ბის­თვის. ორ­მა­გად მა­ხა­რებს ის ამ­ბა­ვი, რომ და­რე­გის­ტრი­რე­ბულ მეღ­ვი­ნე­თა შო­რის მრავ­ლა­დაა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო მეღ­ვი­ნე­ო­ბე­ბი. მსურს ყვე­ლა და­რე­გის­ტრი­რე­ბულ მეღ­ვი­ნეს ვუ­სურ­ვო დიდი წარ­მა­ტე­ბა, ხოლო ჩვენს ბრი­ტა­ნელ ჟი­უ­რის წევ­რებს ქარ­თუ­ლი ღვი­ნო­თი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა, “ - გან­მარ­ტავს მა­რი­ამ გუ­ჯა­ბი­ძე.


სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რია გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი, ღო­ნის­ძი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და ღვი­ნის დღე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში.


IWSC-ის შე­სა­ხებ:


IWSC-ი მე­ტია, ვიდ­რე კონ­კურ­სი. ეს არის ღვი­ნი­სა და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნებ­სა და გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე. ჩვე­ნი მი­სი­აა, მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნი­სა და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის გა­მორ­ჩე­ვა, პარტნი­ო­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სად­მი ჩვე­ნი პერ­სო­ნა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბით. ჩვენ ვთა­ვა­ზობთ ყოვ­ლის­მომ­ცველ ბიზ­ნეს მხარ­და­ჭე­რას ჩვე­ნი მსოფ­ლიო დო­ნის ექ­სპერ­ტე­ბით შემ­დგა­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით, რათა გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, გავცვა­ლოთ გა­მოც­დი­ლე­ბა და და­ვეხ­მა­როთ მათ ზრდა­ში.


ჩვენ არა მხო­ლოდ ვა­ჯილ­დო­ებთ სა­უ­კე­თე­სო­ებს, არა­მედ ვე­ძებთ აღ­მო­უ­ჩე­ნელ ტა­ლან­ტებს და ვეხ­მა­რე­ბით დიდ თუ მცი­რე პარტნი­ო­რებს, მი­აღ­წი­ონ ამ­ბი­ცი­ურ მიზ­ნებ­სა და გეგ­მებს.



კონ­კურ­სი და­არ­სდა 1969 წელს, ავ­სტრი­ე­ლი ღვი­ნის ქი­მი­კო­სის, ან­ტონ მა­სე­ლის მიერ. ჩვენ ვა­მა­ყობთ, რომ გვაქვს 50 წელ­ზე მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნო­ე­ბი­სა და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა­სა და აღი­ა­რე­ბა­ში. ჩვე­ნი სტან­დარ­ტე­ბი, დე­ტა­ლე­ბის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბა და მსოფ­ლიო დო­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მოგ­ვარ­ჩევს პარტნი­ო­რე­ბის, მწარ­მო­ებ­ლე­ბის, დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბის, ინფლუ­ენ­სე­რე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის თვალ­ში.


Wine, spirits, knowledge, community. Since 1969.

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0