x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508605
არგენტინელმა ფერმერმა ავტომანქანის ზომის ჯავშნოსანი ცხოველების ნაშთები აღმოაჩინა
არგენტინელმა ფერმერმა ხუან დე დიოს სოტამ შემთხვევით გლიპტოდონების 20 ათასი წლის წინათ ამომწყდარი ოჯახის გაქვავებული ნაშთები აღმოაჩინა.


სოტამ აღმოჩენა ვალიმანკას დამშრალი მდინარის ფსკერზე გააკეთა. სწორედ იქ იპოვა მან დედამიწაზე 20 ათასი წლის წინათ მცხოვრები ჯავშნოსანი ცხოველების საუკეთესოდ შემონახული სხეულები.


ნარჩენები არქეოლოგებმა და პალეონტოლოგებმა უკვე შეისწავლეს და დაადგინეს, თუ როგორ დაიღუპნენ ცხოველები. ისინი რატომღაც წყალში ჩაიძირნენ, ხოლო მოგვიანებით დაწყებულმა გვალვამ მათი სხეულების მუმიფიცირება მიახდინა.


ცხოველი



მთლიანობაში ნაპოვნია 4 ჯავშნოსანი ცხოველი, რომლებიც სავარაუდოდ ოჯახს შეადგენდნენ. აღნიშნული ფასდაუდებელი ნარჩენებით მეცნიერები ცდილობენ, მეტი შეიტყონ ამ ჯავშნოსანი ძუძუმწოვრების ოჯახური ცხოვრების წესის შესახებ, რომელთა სიდიდე თანამედროვე მსუბუქი ავტომანქანის სიდიდეს აჭარბებდა.


გლიპტოდონების მთავარი დამცველი, რაც მათ სამხრეთ ამერიკაში იმ დროს გაბატონებული უზარმაზარი მტაცებელი ფრინველის მოგერიებაში ეხმარებოდა, ჯავშანი იყო. ამ ცხოველებს უზარმაზარი ჯავშანი ჰქონდათ, 1, 5 მეტრი სიგრძით და 5 სანტიმეტრის სისქით. მათი ჯავშანი იმდენად სქელი იყო, რომ მასში ზოგიერთი კალიბრის თანამედროვე ტყვიაც კი ვერ შეაღწევდა.


ცხოველი


გლიპტოდონები მთელი 30 მილიონი წლის მანძილზე მშვიდობიანად სახლობდნენ და მრავლდებოდნენ სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე, სანამ 10 ათასი წლის წინ უეცრად გადაშენდებოდნენ.


ბევრი მეცნიერის აზრით ამ ცხოველების გადაშენებაში უდიდესი წვლილი პრეისტორიულ ადამიანებს მიუძღვით. ეტყობა, თანამედროვე სამხრეთამერიკელების შორეული წინაპრებისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა მთლიანად რქოვან ჯავშანში ჩამჯდარი ბალახისმჭამელი ცხოველების მოკვლა. ადამიანები ამ უწყინარი ცხოველების ხორცს საკვებად იყენებდნენ, ხოლო ჯავშანს თავშესაფრად, ავდრისგან თავდასაცავად.


ყოველი მსგავსი აღმოჩენა გვაიძულებს იმის გააზრებას, თუ რამდენად ვახდენთ გავლენას ადამიანები გარემოზე და რამდენად იოლია ჩვენი ჩარევის შედეგად ცოცხალ არსებათა მთლიანი სახეობების გადაშენებაც კი. გამოსავალი ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებაშია და არა მათ მტაცებლურ ექსპლუატაციაში.


ცხოველი

0
382
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
382
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0