საქართველო
"კვირის ბოლომდე ჩემი ყველა ფანჯრიდან გადმოიკიდება..." - რა ფოტოს აქვეყნებს თამარ ჩერგოლეიშვილი
2022, 13 ოქტომბერი, 12:33
"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც წერს რომ ის თავისი საცხოვრებელი ბინის ყველა ფანჯრიდან და აივნიდან ბიძინა ივანიშვილის კარიკატურების გადმოკიდებას აპირებს, რათა ჭავჭავაძეზე და მზიურში მოსეირნე ყველ ადამიანმა ექვთიმესა და ღორს შორის სხვაობა ცხადად დაინახოს:
"არასოდეს მიფიქრია ჩემი პოლიტიკური გემოვნება მეზობლებისთვის თავს მომეხვია.
მაგრამ რადგან თავად მახვევენ…
კვირის ბოლომდე ჩემი ყველა ფანჯრიდან და აივნიდან ბიძინას კარიკატურები გადმოიკიდება.
ორივე ერთად დიდ ყურადღებას მიიქცევს.
ერთისთვის ექვთიმე, რომ სხვისთვის ღორს ნიშნავს ალბათ ნათელი უნდა იყოს ჭავჭავაძეზე და მზიურში მოსეირნეებისთვის."- წერს "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი და საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ფოტოს აზიარებს.