x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
„დამიჯერეთ, მე მედდა ვარ" - ჩვილების სერიული მკვლელი მედდას სასამართლო გრძელდება
image

ახალშობილი ტყუპების დედამ შეუსწრო ლუსი ლეტბის მორიგი დანაშაულის ჩადენის დროს ახალშობილთა პალატაში, მაგრამ ბავშვთა სავარაუდო მკვლელმა ის მოხერხებულად „მოიშორა“ და უთხრა: „დამიჯერეთ, მე მედდა ვარ“.


ბავშვს, რომელსაც იურიდიული მიზეზების გამო პირობითად Baby E-თი მოვიხსენიებთ, "მწვავე აშლილობა " აღენიშნებოდა. 2015 წლის 3 აგვისტოს ჩესტერის გრაფინიას საავადმყოფოში ბავშვს თავის საწოლში პირიდან სისხლდენა დაეწყო.


მას შემდეგ, რაც ის გარდაიცვალა მეორე დილით, ლეტბიმ განაგრძო ბავშვის ოჯახის მიმართ „ძალიან უჩვეულო ინტერესის“ გამოვლენა, სასამართლოზე გაირკვა, რომ იგი სულ მცირე 7 ჩვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, მათ შორის შობის დღესასწაულის დროს



32 წლის ლეტბი უარყოფს შვიდი ბავშვის მკვლელობას (ხუთი ბიჭი და ორი გოგონა ), თუმცა სავარაუდოდ იგი ცდილობდა კიდევ 10 ბავშვის მოკვლას ინსულინის, რძის ან თუნდაც ჰაერის შეყვანით მათ პაწაწინა სხეულებში.

image

Baby E, მისი მეოთხე სავარაუდო მსხვერპლი, დაიბადა 2015 წლის 29 ივლისს და კარგად იკვებებოდა 3 აგვისტომდე.


იმ საღამოს, საღამოს 9 საათზე, დედამ გადაწყვიტა გასულიყო მშობიარეთა განყოფილებიდან, რათა ახალშობილთა პალატაში ენახა ტყუპები Baby E და Baby F, სწორედ იმ ღამით ლეტბი მეურვეობდა ბავშვებს.


პროკურორმა ნიკ ჯონსონმა ნაფიც მსაჯულებს განუცხადა, რომ ბიჭების დედამ „შეაწყვეტინა ლუსი ლეტბის, რომელიც ბავშვ E-ზე თავდასხმის პროცესში იყო“, მაგრამ დედამ „მაშინ უცებ ვერ გააცნობიერს“. მან დაამატა: „როდესაც ის მივიდა, Baby E -ს მწვავე აშლილობა აღენიშნებოდა და პირიდან სისხლი სდიოდა“.


პატარა ბიჭის დედამ განაცხადა, რომ ლეტბი „მის დამშვიდებას ცდილობდა“, რომ სისხლი კვების მილიდან მოდიოდა“რომელიც „მის ყელს აღიზიანებდა“.


მისტერ ჯონსონის თქმით, ის დედას არწმუნებდა, რომ დაბრუნებულიყო მშობიარობის შემდგომ პალატაში, თან უმტკიცებდა: "დამიჯერეთ, მე მედდა ვარ".


მისტერ ჯონსონმა ლეტბის სასამართლო პროცესზე თქვა: „ვარაუდობთ, რომ ლუსი ლეტბიმ ის აიძულა დაბრუნებულიყო სამშობიარო განყოფილებაში. თუმცა ნანახმა ისე შეაძრწუნა დედა, რომ დაბრუნებისთანავეს განგაში ატეხა“.

image

ბავშვი E-ს გარდაცვალების შემდეგ, დადგინდა, რომ 4 აგვისტოს დილაადრიან ლეტბიმ მედდის ჩანაწერები გააყალბა, რითაც ის "მედიკოსების შეცდომაში შეყვანას და კვალის დაფარვას ცდილობდა".



ბავშვი C გარდაიცვალა იმის გამო, რომ მუცელში შეყვანილი ჰაერის შემდეგ ვეღარ შეძლო სუნთქვა და გულის გაუჩერდა, განუცხადა ნიკ ჯონსონმა ნაფიც მსაჯულებს მანჩესტერის სამეფო სასამართლოში .


ლეტბიმ ის მოკლა პირველი მკვლელობიდან სულ რაღაც ექვსი დღის შემდეგ, ამის შემდეგ მან მოკლა კიდევ ერთი ბიჭი, ბავშვი A და რამდენიმე დღის შემდეგ თავს დაესხა მის ტყუპისცალ დას, ბავშვი B-ს.


ნაფიც მსაჯულებს აცნობეს, რომ მესამე ბავშვი D, ბავშვი C-ს მოკვლიდან რვა დღის შემდეგ მოკლა, სამი ფატალური მოწამვლა მედდამ 13 დღეში მოახერხა.


ექსპერტები თვლიან, რომ სამივე გარდაიცვალა სისხლში ჰაერის შეყვანის შედეგად, ინტენსიური თერაპიის განყოფილების მედდა მოგვიანებით დაკითხა პოლიციამ იმის გამო, თუ რატომ ადევნებდა თვალს მისი სავარაუდო მსხვერპლის ოჯახებს Facebook-იდან - მათი შვილების გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში.


ლეტბი უარყოფს ბავშვების მკვლელობას - და კიდევ ათამდე მკვლელობის მცდელობას მათ პაწაწინა სხეულებში ინსულინის, რძის ან თუნდაც ჰაერის შეყვანით.


ბავშვი C, რომელიც იურიდიული მიზეზების გამო არ სახელდება, უდღეური დაიბადა( 30 კვირის), 2015 წლის 10 ივნისს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს ინტენსიური თერაპია დასჭირდა, ის კარგად იყო.


14 ივნისის ღამეს ბავშვი C მომვლელმა ექთანმა ცოტა ხნით დატოვა ოთახი, თუმცა უმალევე მოესმა განგაშის ხმა და სწრაფადვე დაბრუნდა უკან სადაც აღმოაჩინა ლეტბი, რომელსაც წესით იქ არაფერი ესაქმებოდა.


ლუსი ლეტბის სასამართლო პროცესი გრძელდება, რომელიც სავარაუდოდ კიდევ 6 თვეს გასტანს და მხოლოდ 2023 წელს დასრულდება.


ექთნის საქმეზე გამოძიება 2017 წელს ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდის შესახებ საავადმყოფოდან შემოსული საჩივრის შემდეგ დაიწყო.


2015 წლის მარტიდან 2016 წლის ივლისამდე Countess of Chester Hospital-ში ბავშვთა სიკვდილიანობა 10 პროცენტით გაიზარდა. ექიმებმა შენიშნეს, რომ დღენაკლული ჩვილები უფრო ხშირად იღუპებოდნენ გულისა და ფილტვების უკმარისობის გამო და მათი რეანიმაცია შეუძლებელი იყო.ასევე ჩვილებს გარდაცვალების შემდეგ ხელებზე და ფეხებზე უცნაური ლაქები ემჩნეოდათ.

2
206
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
206
  
2022, 14 ოქტომბერი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 12 ოქტომბერი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2