სამოქალაქო რატომ გაეყარა მამაკაცი ქორწინების პირველივე ღამეს მეუღლეს?! 2016, 19 მაისი, 16:05 ახლად დაოჯახებული წყვილის ქორწინება პირველივე ღამეს დასრულდა. მოვლენა
განვითარდა საუდის არაბეთში, სადაც არაბი მამაკაცი მეუღლეს მეგობრებისგან
მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამო გაეყარა!
ახლად დაოჯახებული არაბი წყვილი, ქორწინების შემდეგ, ქალაქ ჯილდაში მდებარე სასტუმროში განმარტოვდნენ. მამაკაცს სურდა მეუღლესთან პირველი ღამის ინტიმური ურთიერთობის დამყარება, რაზეც პატარძლისგან უარს იღებდა, ვინაიდან იგი დაკავებული იყო მეგობრებთან მილოცვების მოკლე ტექსტური შეტყობინებებით. როდესაც მეუღლემ მას მობილური წაართვა, ამაზე "ახალი პატარძალი" უფრო განრისხდა. საუდის არაბეთის Al Watan-ის გამოცემასთან ისაუბრა სიძის ერთ-ერთ ნათესავმა: "როდესაც ჩვენს ბიჭს, მეუღლესთან პირველი ღამის ურთიერთობა უნდა დაემყარებინა, საქალბატონე "სმს"-ებით ერთობოდა, რათქამუნდა სიძე განრისხდა, თუმცა გოგონას ეს ფაქტი ნაკლებად ანაღვლებდა. ბოლო კითხვაზე, როცა ბიჭმა გოგოს კითხა, ვინ იყო მისთვის უფრო მნიშვნელოვანი, მეგობრები თუ ის... გოგონამ მეგობრები აირჩია, ანუ მისთვის მეგობრები უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე მეუღლე"... განრისხებულმა მამაკაცმა სასტუმრო უმალვე დატოვა და გაყრის შესახებ სასამართლოს მიმართა. არაბეთის უზენაეს სასამართლომ წყვილს შერიგება შესთავაზა, თუმცა სიძე თავის გადაწყვეტილებაზე მტკიცედ იდგა. საბოოლოდ წყვილის დაწყებული ურთიერთობა პირველ ღამემდე შეწყდა. მოგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში ბოლო წლებში გაყრის ფაქტები უკვე ძალიან მომრავლდა. აქედან 50 % ახლად შეწყვილებულებში ფიქსირდება. საუდის არაბეთის სასამართლო უახლოეს მომავალში გეგმავს ახალი კანონის დანერგვას, რის თანახმადაც ახლად დაქორწინებულ წყვილს დაშორებისთანავე გარკვეულ ფულად ჯარიმას დააკისრებს. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 2250 12-ს მოსწონს
|