x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
5 ფაქტი მეკობრეების შესახებ, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ

ის რომ კაცობრიობის ისტორიის გარკვეულ პერიოდში, მეკობრეები არსებობდნენ, ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მათ შესახებ კვლევები დღესაც გრძელდება და ისტორიკოსები მასალების შეგროვებისას, არაერთ საინტერესო და უცნაურ ფაქტს აწყდებიან, ამ ადამიანების ცხოვრების და საქმიანობის შესახებ. აქ 5 მათგანს წარმოგიდგენთ:


1. ნაპირზე დატოვება – სასტიკი სასჯელი იყოimage


მარონინგი – ერთ-ერთი ყველაზე საშინელი განაჩენი იყო, რადგან ის ნელ სიკვდილს გულისხმობდა. ნაპირზე დატოვებული პირები, როგორც წესი, დაუმორჩილებელი და მეამბოხე მეკობრეები იყვნენ.

მეკობრეებს იზოლირებულ კუნძულებზე მცირეოდენი წყლის მარაგით ტოვებდნენ და იარაღსაც აძლევდნენ, მოკლევადიანი გადარჩენის, ან თვითმკვლელობისთვის.


2. მეკობრის საყურე, სმენის დამცავი საშუალებით


მეკობრეების გემებზე ყოველთვის ზარბაზნები იყო, რომლითაც მოწინააღმდეგეების გემებს ესროდნენ. ზარბაზნის ქუხილი კი, იმდენად ძლიერი იყო, რომ ყურის დაფის აპკის დაზიანება ნებისმიერი ადამიანისთვის შეეძლო.

ამიტომ, რომ არ დაყრუებულიყვნენ, მეკობრეები საყურესთან ერთად, მასზე ჩამოკიდებულ, პატარა ცვილის ბურთულებს ატარებდნენ, რომლითაც სროლის დროს, ყურებს იცავდნენ.
გარდა ამისა, საყურეს კიდევ ერთი ფუნქცია ჰქონდა. ის მეკობრისთვის, ერთგვარი სადაზღვევო პოლისი იყო. რადგან ძირითადად გემზე იყვნენ, მათი გარდაცვალების შემთხვევაში, გვამი ზღვაში რომ არ გადაეგდოთ, თავიანთ დასამარხ ფულს ყურზე ატარებდნენ.


3. თვალზე სახვევი – ღამის ხედვისთვისimage


ერთი ვერსიით, მეკობრეები ცალ თვალზე სახვევს პრაქტიკული მოსაზრებით იკეთებდნენ. საქმე იმაში იყო, რომ დრო და დრო, საჭირო იყო გემბანიდან ტრიუმში ჩასვლა, სადაც ძალიან ბნელოდა და ადამიანის თვალს სიბნელეში ადაპტირებისთვის, რამდენიმე წუთი სჭირდებოდა. მაგრამ, თუ მეკობრეს ცალი თვალი ახვეული ჰქონდა, ის მას იხსნიდა სიბნელეში და მაშინვე ყველაფერს ხედავდა. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით ბრძოლის დროს.


4. მეკობრეობა მანდილოსნებსაც ხიბლავდათ


გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ქალის გემზე ყოფნა ცუდის ნიშანია, სიმართლეს არ შეესაბამება. მაგ., XVIII საუკუნეში, ამ სფეროში, ორმა მანდილოსანმა გაითქვა სახელი. ერთი მათგანი, ირლანდიური წარმოშობის, ამერიკელი ფერმერის შვილმი, ენი ბონი იყო, ხოლო მეორე – კუბელი მერი რიდი. მეკობრე ქალებმა ერთმანეთი კუბაზე გაიცნეს და გემების ერთობლივად ძარცვა გადაწყვიტეს და იამაიკაზე რამდენიმე წარმატებული ოპერაციაც განახორციელეს. თუმცა, მათი შესანიშნავი კარიერა მაშინ შეწყდა, როდესაც მეკობრე ქალბატონების გემი და ეკიპაჟი სხვებმა დაიპყრეს.

უფრო მეტად გაუმართლა ჩინგ შის, რომელიც მეძავი იყო და მეკობრეების დედოფალი გახდა. გაგრძელება >>>


5. «მხიარული როჯერის» ბევრი ვარიაცია არსებობსimage


მეკობრეების დროშა – «მხიარული როჯერი», წერილობით წყაროებში, პირველად ჩარლზ ჯონსონმა ახსენა თავის წიგნში – «ყველაზე ცნობილი მეკობრეების მიერ ჩადენილი ძარცვისა და მკვლელობის ზოგადი ისტორია» (A General History of the Robberies and Murders of the Most Notorious Pirates) 1724 წელს. თუმცა, მისი რამდენიმე ვერსია არსებობს.

რომანებში და ფილმებში უფრო ხშირად, მეკობრეების დროშა შავი ფერის არის. მაგრამ, გადმოცემით, ყველაზე საშიში წითელი დროშა იყო. მისი აწევის შემთხვევაში, კაპიტანი მოწინააღმდეგე გემის ეკიპაჟს ატყობინებდა, რომ გემის დაპყრობის შემთხვევაში, არავის დაინდობდნენ და ყველად ადგილზე მოკლავდნენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მეცნიერებმა უძველესი ცივილიზაციების დაღუპვის მიზეზი დაასახელეს

* გოგონა, რომელიც საზოგადოების ნაწილს უსულოდ მიაჩნდა

* მონსტრები თუ ჩვეულებრივი ადამიანები? – მესამე რაიხის ყოველდღიურობა (20 ფოტო)

* ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა გველი დედამიწაზე

* რაც არ უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც არ დაგვეთანხმება...

* მეგალითური ნაგებობები, ცივილიზაციის კატეგორიები და ჩვენი ადგილი რეიტინგში, განვითარების დონის მიხედვით

* რას ნანობდა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ალბერტ აინშტაინი?



0
562
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
562
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0