x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს მორფში დამბალი არსება რას გრძნობდა როცა ქართველებს ტყვიას ესროდა" - ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი რეჟისორ გოგა ხაინდრავას "იმედი LIVE"-ში სტუმრობისას ოპოზიციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას ერის გაყიდვით მილიონებში მობანავე მორფში დამბალ არსებას უწოდებს:


"ადამიანურად მაინტერესებს ეს მორფში დამბალი არსება რას გრძნობდა როცა სახელმწიფო გადატრიალებისას ქართველებს ტყვიას ესროდა, როცა აფხაზეთში ომისას როგორც სახელმწიფო მინისტრი ჯართს და ჰუმანიტარულ ფქვილს რომ ყიდიდა, როცა ოსი სეპარატისტებისგან მოკლულ-ნაწამებ ქართველს ქართველთა გენოციდის მსხვერპლ ოსად ასაღებდა მთელს მსოფლიოში, როდესაც პრაღაში აღებინებდა რეზოლუციას, რომ ქართველები მცირე ერებს გენოციდს ვუწყობთ, რას გრძნობდა როდესაც ვარდები რევოუციისას რევკომის წევრი იყო და ამ დამსახურებით გახდა სააკაშვილის სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარებაში, რას გრძნობდა როდესაც მილიონები შეაწერა ბადრი პატარკაციშვილს და მერე დედის გინება დაუწყო და ახლა რას ფიქრობს როდესაც ივანიშვილის წველით და ნამუსის სრული თვითლიკვიდაციით, ერის გაყიდვით მილიონებში რომ ბანაობს.


არაფერს, რას უნდა ფიქროდეს, მას და მისთანებს დიდი ხანია ადამიანობის ზონა დატოვებული აქვთ. აი ვის ეყრდნობა და ვისზე დგას იდეოლოგიურად ივანიშვილის რეჟიმი." - წერს შალვა ნათელაშვილი.


"ერთი იძახის სააკაშვილზე სიცხე აქვსო, თვითონ სააკაშვილი ბრონის ჟილეტს ითხოვს, რომ უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე წავიდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს აღარა არის სერიოზული და ამაზე მსჯელობაც არ შეიძლება. ორგანიზაციაში, რომელშიც ლიდერის წითლიძე იქნება საერთოდ რაღაზეა ლაპარაკი. ვფიქრობ, რომ რაც უფრო ნაკლები ყურადღება მიექცევა ამას, მით უფრო მალე დაისვენებს ეს ქვეყანა, „აბსოლუტურად სხვა ვითარებაშია დღეს ქვეყანა.


მე ამას სიამაყით ვლაპარაკობ: ათწლეულების მანძილზე, პირველად ვიგრძენი, რომ მე ვარ იმ ქვეყნის შვილი, რომელსაც საკუთარი აზრი გააჩნია, საკუთარი პოლიტიკა გააჩნია და უნარი გააჩნია, რომ თავისი ინტერესები დაიცვას ნებისმიერ პლატფორმაზე. ამის მოწმე გავხდით რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროპის დიდ თავყრილობაზე ჩვენი ქვეყნის პრემიერი ძალიან ღირსეულად წარსდგა ისე, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. კაცი, რომელსაც მხარს უჭერს მისი საზოგადოება", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე "იმედის" პირდაპირ ეთერში, რასაც ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტის ზემოაღნიშნული პოსტიც მოჰყვა.







0
515
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
515