x
image
რუსუდან ნადირაშვილი
რა სჭირს და რატომ არ ჩანს თიკო სადუნიშვილი ეკრანზე? - „ჩემს დიაგნოზებს ვგუგლავდი... იყო პერიოდი სუიციდზე მეფიქრებოდა“
image
.

სად და რატომ გაუჩინარდა ცნობილი ქართველი მომღერალი, ტელეწამყვანი და მსახიობი თიკო სადუნიშვილი, რატომ აღარ ჩანს სკანდალური განცხადებებით გამორჩეული ცნობადი სახე საჯაროდ?


როგორც ირკვევა, 6 წლიანი სატელევიზიო პაუზის შემდეგ თიკო სადუნიშვილი დღეს პირველად წარსდება ტელეეკრანებზე. სადუნიშვილი ამჯერად მთავარი არხის ეთერში მივა, ლელა წურწუმიას საავტორო გადაცემაში "სტუმრად ლელასთან" ექსკლუზიურ დეტალებს გაამხელს..

.


მან ისაუბრა თუ რატომ აღარ ჩანს ტელეეკრანებზე და რა პრობლემა შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ტელეკომპანია მთავარი და ლელა წურწუმიას გადაცემის ოფიციალური გვერდი ამ გადაცემის მოკლე ანონსს ავრცელებს, სადაც რამდენიმე საინტერესო ფრაზა უკვე ირკვევა.


როგორც გადაცემის მოკლე ვიდეო ანონსიდან ჩანს, სადუნიშვილის ცხოვრებაში ბოლო წლებში პრობლემა მართლაც სერიოზული იყო, რის გამოც ტელეწამყვანს ჩრდილში გადანაცვლება და გაუჩინარება მოუწია. მისივე თქმით მისი დიაგნოზი ტვინის ინტოქსიკაცია გახლდათ.

.

„მაშინ დიდი დეპრესიის ეპიზოდი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. დიაგნოზი ასეთი მქონდა: ტვინის ინტოქსიკაცია. მაშინ ხშირად იყო პერიოდები, როცა სუიციდურ აქტზეც მეფიქრებოდა. კარგად მახსოვს ის შეგრძნებები, აბსოლუტურ სულიერ სიცარიელეს განვიცდიდი. ეს იყო ფსკერი ალბათ!!!... ჩემს დიაგნოზებს ვგუგლავდი ხოლმე, რომ რამე გამეგო. მგონი სრულიად თავიდან, ხელახლა, თავიდან შევიყვარე ჩემი თავი, “ -- ამბობს თიკო სადუნიშვილი ლელა წურწუმიას გადაცემის ანონსში.

.

ვრცელი დეტალები ორშაბათს, ანუ დღეს 22:00 საათზე შეგიძლიათ მოისმინოთ.

,

0
560
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
560
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0