x
მეტი
  • 06.02.2023
  • სტატია:125461
  • ვიდეო:355945
  • სურათი:498370
იაპონელმა მეცნიერებმა ადამიანის კუნთებს დათვის შრატის შეყვანით გასაოცარი ძალა მიანიჭეს
თავად იაპონელი მეცნიერები, რომლებიც ამ გასაოცარი მიღწევის ავტორები არიან, ხუმრობენ, რომ მათი წარმატების თაობაზე პრესის მიერ შერჩეული ჰედლაინები ისე ჟღერს, როგორც სუპერგმირების შესახებ ახალი ფილმის ანონსი. არადა, ეს მართლაც ასეა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ეს უკვე ფილმი კი არა, რეალობაა.


ჰიროშიმას უნივერსიტეტის პროფესიონალებმა ადამიანის კუნთი მასში დათვის შრატის შეყვანით იმგვარად გააძლიერეს, რომ კუნთი დაჭიმული მდგომარეობიდან მოდუნებულში გადასვლის შემდეგაც მოზრდილი ზომის რჩება.


როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, საიდუმლო დათვის ორგანიზმის უნარში მდგომარეობს, რომელიც ზამთრის ძილს იმგვარად უძლებს, რომ კუნთოვან მასას არ კარგავს. დათვის ორგანიზმმა ევოლუციის პროცესში შეიძინა ეს უნარი; დათვმა ზამთრის ძილქუშის შემდეგ იოლად უნდა მოინადიროს საკბილო, ამას კი კარგი მუსკულატურა სჭირდება. თვეობით წოლისა და ძილისგან გალეული კუნთებით რასაკვირველია თავის გადარჩენა შეუძლებელია. ამიტომ ბუნებამ მისცა დათვს უნარი, რომ მუსკულატურა არ დაკარგოს ხანგრძლივი უმოქმედობის და უჭმელ-უსმელობის შედეგადაც კი, რასაც ადამიანზე ვერ ვიტყვით. სამწუხაროდ ადამიანები უმოქმედობის შემდეგ კუნთოვან მასას აქამდე ძალიან იოლად ვკარგავდით, რაც სერიოზული პრობლემა იყო. იაპონელმა მეცნიერებმა კი წარმატებით გადაჭრეს ეს პრობლემა.


მაგრამ მეცნიერებმა კვლავაც არ იციან ბოლომდე დაზუსტებით, თუ რატომ რეაგირებს დათვის უჯრედებში შემავალი ცილა ხანგრძლივ უმოქმედობასა და საკვების არქონაზე ამგვარად და რატომ არ ხდება მათი თანდათანობითი გაქრობა, როგორც ამას ადგილი აქვს ადამიანის ორგანიზმის შემთხვევაში. არადა, ამის გაგებას უზარმაზარი შედეგის მოტანა შეუძლია კაცობრიობისთვის. თუ გავარკვევთ, თუ რა მექანიზმთან გვაქვს საქმე, რომლის ძალითაც დათვები ძილქუშში მუსკულატურას არ კარგავენ, იოლად შევძლებთ რეაბილიტაციის ქმედითი სტრატეგიების შემუშავებას, რის შედეგადაც საწოლად ადამიანების ჩავარდნა ძალიან იშვიათი გახდება.



დღეს მსოფლიოს დიდ ნაწილში ადამიანს წარმოუდგენელი ძალისხმევის გაღება უწევს მუსკულატურის შესანარჩუნებლად. დათვის შრატის წყალობით კი სამომავლოდ ბევრად უფრო ნაკლები ვარჯიშის შედეგად შევძლებთ ბევრად უფრო სერიოზული წარმატებების მიღწევას.


დათვი

1
768
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
768
  
2022, 9 ოქტომბერი, 22:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1