x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბიჭი უკრძალავდა შეყვარებულს სარდაფში ჩასვლას,თუმცა გოგონამ მაინც მოახერხა ჩუმად იქ ჩასვლა და ახლა ნანობს
image

ყოველდღე ვერ გაიგებ ისეთ ამბავს, როცა შენი საყვარელი ადამიანი შენზე მეტად რეზინის თოჯინებით არის გატაცებული.



ბრიტანულ ტაბლოიდს Daily Star-ს შეშფოთებული გოგონას წერილი მოუვიდა. მკითხველმა ისაუბრა მისი მეგობრის უჩვეულო გატაცებაზე. მისი თქმით, პარტნიორს ავადმყოფური დამოკიდებულება აქვს სექს-თოჯინებზე.



ბიჭი ინახავს რეზინის შეყვარებულებს ჩაკეტილ სარდაფში და არ აძლევდა გოგონას იქ ჩასვლის უფლებას .



მაგრამ ერთ დღეს გოგონა ფარულად ჩავიდა სარდაფში და ახლა ნანობს. ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა ახალგაზრდა მამაკაცი ავად გახდა. მან დაქალს სთხოვა მისულიყო მასთან და დახმარებოდა, ავადმყოფის მოვლაში.


როცა შეყვარებულს ჩაეძინა, გოგონამ გასაღები აიღო და სარდაფში ჩავიდა, საიდანაც მას ექვსი წყვილი თვალი მიჩერებოდა. თოჯინები სხვადასხვა პოზაში იდგნენ. ზოგი შიშველი იყო, ზოგი მხოლოდ ნახევრად შიშველი. რეზინის ლამაზმანებს ორი თვისება აერთიანებდა: ქერა თმა და სავსე მკერდი.


სარდაფის ფარულ სტუმარს არც ქერა თმა ჰქონდა და არც სავსე მკერდი. უზარმაზარ საწოლზე სხვადასხვანაირი სექს-სათამაშოები და ლუბრიკანტის ტუბები იყო მიმოფანტული. გოგონამ აღიარა, რომ ეს ყველაფერი "გარყვნილების კოშმარულ სამყაროს" ჰგავდა. რომელიც მას სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა, რადგან კარზე კურიერმა დარეკა.


ახლა იგი თავიდან ვერ იშორებს იმას, რაც ნახა და საშინელ დეპრესიაშია ჩავარდნილი, აღნიშნავს გაზეთი.


ექსპერტების აზრით, გოგონამ ზღვარი გადალახა, როდესაც ბიჭის საიდუმლო სამყაროში შევიდა. ეს მისი საქმეა, რაში ხარჯავს ფულს. მაგრამ რეზინის ქერა თოჯინები სავარაუდოდ მეტყველებს იმაზე, რომ ჯენტლმენს რაღაც აკლია.


და ბოლოს, არსებობს შემდგომი მოქმედების რამდენიმე ვარიანტი: ან "რევიზორი" თავს მოიკატუნებს, რომ არაფერი იცის და არაფერი უნახავს, ან აღიარებს, რომ ყველაფერი იცის. ორივე შემთხვევაში, გოგონას შეუძლია გააგრძელოს ურთიერთობა ან დაასრულოს.

1
560
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
560
  
2022, 9 ოქტომბერი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1