x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
საინტერესო ფაქტები ისტორიაში ყველაზე უჩვეულო მუმიების შესახებ

image
თითოეულ ჩვენგანს სმენია მუმიების შესახებ, ყოველ შემთხვევაში სკოლის გაკვეთილებზე ძველი ეგვიპტის ისტორიაში. თუმცა, მუმიების შესახებ იმაზე უფრო ბევრი საინტერესო ფაქტებია, ვიდრე თქვენ წარმოიდგენთ. მსოფლიოს სხვადასხვა დროს პოულობდნენ მკვდარ ადამიანები, რომლებიც ან ბუნებრივი მიზეზების გამო მუმიებად გადაიქცნენ, ან მათი სხეულები განზრახ მუმიფიცირებული იყო. საუკუნეების განმავლობაში შემონახული ყველა ეს სხეული დაკავშირებულია მათი წარსულის უცნაური და ბნელი ისტორიებით, რომელთა შესახებაც წაიკითხავთ:


1. ევა პერონი

არგენტინის პრეზიდენტის ხუან პერონის ლეგენდარული მეუღლე კიბოთი გარდაიცვალა 1952 წლის 26 ივლისს, როდესაც ის მხოლოდ 33 წლის იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ნეშტი ინახებოდა სხვადასხვა მუმიფიკაციის მეთოდების კოქტეილის საშუალებით, რათა მისი “გამოფენა" შესაძლებელი ყოფილიყო დაკრძალვის პროცესის დროს.image
სამი წლის შემდეგ, ანტიპერონისტმა ბოევიკებმა მოიპარეს მისი მუმიფიცირებული ცხედარი, მის შესახებ 15 წელი არაფერი ისმოდა. მოგვიანებით, ცხედარი, რომელიც უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, დაუბრუნეს ყოფილ ქმარს, მან ევა საკუთარ სახლშიყველას დასანახად გამოაჩინა. მეორე ცოლი კი როგორც ცნობილია მუმიას თმას ვარცხნიდა და მასთან ერთად კუბოშიც წვებოდა ქალის “სიდიადე" რომ გადადებოდა. მოგვიანებით ცხედარი დაკრძალეს და ახლა ევა პერონი მის ოჯახთან ერთად განისვენებს.


2. La Doncella

ეს არის 15 წლის ინკების ტომის გოგონას უნაკლოდ შემონახული მუმია, რომელიც მსხვერპლად იქნა შეწირული 500 წელზე მეტი ხნის წინ. ის აღმოაჩინეს 1999 წელს ორ სხვა ბავშვთან ერთად ვულკან Llullaillaco-ზე, ზღვის დონიდან 6700 მეტრის სიმაღლეზე არგენტინაში. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ტრაგედიის მსხვერპლს ჰგავს, არსებობს მტკიცებულება, რომ მას ტუბერკულოზის მსგავსი სასიკვდილო დაავადება ან ფილტვების ქრონიკული ინფექცია აწუხებდა. მისმა ოჯახმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გოგონა მშვიდად და უმტკივნეულოდ მომკვდარიყო, სხეულში ალკოჰოლის კვალი აღმოჩნდა, პირში კი კოკას ფოთლები.image

3. სველი მუმია

2011 წელს ჩინელმა მშენებლებმა ახალი გზის აშენებისას აღმოაჩინეს ქალის კარგად შემონახული მუმია, რომელიც დაახლოებით 600 წლის წინ ცხოვრობდა მინგის დინასტიის დროს. სახელი მან მიიღო იმის გამო, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის ნესტიან მიწაში იყო და მაღალი ტენიანობის მიუხედავად, ძალიან კარგად იყო შემონახული. კანი პრაქტიკულად არ ჰქონდა დაზიანებული, სხეულზე თმა და წარბებიც კი იყო შემორჩენილი.
ასევე აღმოჩნდა, რომ მას ეკეთა დახვეწილი აქსესუარები, როგორიცაა ნეფრიტის ბეჭედი და ვერცხლის ბარეტი. მუმიფიკაცია ჩინეთში იშვიათად გამოიყენებოდა, რაც ამ აღმოჩენას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. არქეოლოგები თვლიან, რომ "სველი მუმიის" მუმიფიკაცია იყო ბუნებრივი პროცესის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია ქალის სხეულის მიმდებარე ტენიანობის ჟანგბადის ნაკლებობასთან, ამ მიზეზით, წყალში არ არსებობდა ბაქტერიები, რომლებიც ხელს უწყობდნენ მის განადგურებას.image

4. ადამიანი გრობოლიდან

მე-20 საუკუნის შუა ხანებში დანიაში ტორფის ჭაობში აღმოაჩინეს რამდენიმე შესანიშნავად შემონახული ცხედარი, რომელთაგან ყველაზე საინტერესოდ ითვლება ადამიანი გრობოლიდან. ორი ათასი წლის წინ მისი გარდაცვალების დროს ის დაახლოებით 30 წლის იყო. სავარაუდოდ, ეს სიკვდილი დაკავშირებული იყო მსხვერპლშეწირვის რიტუალთან, თუ ვიმსჯელებთ კისერზე ღრმა ჭრილობის მიხედვით. მამაკაცს წითელი თმა და სახის ნაკვთები აქვს.image

5. რამზეს მესამე

ეგვიპტეში იმ ეპოქაში დამზადებული სხვა მუმიებისგან განსხვავებით, რამზეს III-ის ნაშთები იმის დასტურია, რომ ის ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა, არამედ მკვლელების მსხვერპლი გახდა. კომპიუტერული ტომოგრაფიის დახმარებით ფარაონის ყელზე ღრმა ჭრილობა აღმოაჩინეს, რომლის სიგრძე თითქმის შვიდ სანტიმეტრს აღწევდა თითქმის ხერხემალამდე. ასეთმა ჭრილობამ არა მხოლოდ სისხლძარღვები დააზიანა, არამედ საყლაპავი და ტრაქეა, რამაც დაასრულა ერთ-ერთი ბოლო დიდი ეგვიპტის ფარაონის სიცოცხლე. ზოგიერთი ეგვიპტოლოგი თვლის, რომ რამზეს III საკუთარმა ვაჟებმა მოკლეს.image

6. პრინცესა უკოკა

პრინცესა უკოკას სხეული კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ტატუ სამუდამოდ რჩება. იმისდა მიუხედავად, რომ იგი გარდაიცვალა თითქმის 2500 წლის წინ, მის გამხმარ სხეულზე მშვენივრად არის შემორჩენილი ტატუები, რომელთა შორის არის მისტიკური ირმები რქებით და გრიფინის წვერით. მეცნიერები თვლიან, რომ ეს ქალი, რომელიც გარდაიცვალა დაახლოებით 25 წლის ასაკში, იყო პაზირიკის ტომის საშუალო კლასის წარმომადგენელი, რომელიც ცხოვრობდა ციმბირის მთებში. ამ ტომის წევრებს სჯეროდათ, რომ ტატუ დაეხმარებოდა მათ ერთმანეთის პოვნაში შემდგომ ცხოვრებაში. ექვსი ცხენის ძვლები ასევე იპოვეს მის ნაშთებთან ერთად, რომლებიც აღმოაჩინეს 1993 წელს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ცხენები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ადამიანების შემდგომ ცხოვრებაში მისაყვანად.image

7. ტუტანხამონი ტორკიდან

ფილტვის კიბოთი დაავადებულმა 61 წლის ტაქსის მძღოლმა ალან ბილისმა ინგლისის ქალაქ ტორკიდან თავისი სხეული მეცნიერებას უანდერძა. 2011 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ, ის მუმიფიცირებული იქნა ძველი ეგვიპტელების მეთოდებით, ისევე, როგორც ტუტანხამონის ცხედარი შეინარჩუნეს. გარდაცვლილის ანდერძის თანახმად, მეცნიერებმა შეძლეს არა მხოლოდ მუმიფიკაციის პროცესის დოკუმენტირება, არამედ მისი გადაცემა ტელევიზიითაც. ალანის მეუღლემ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა და თქვა: "მე ვარ ერთადერთი ქალი ბრიტანეთში, რომელსაც ქმრის მუმია ჰყავს".
image

8. დაში დორჟო იტიგელოვის მუმია

იტიგელოვმა თავისი ცხოვრება, როგორც ბურიატმა ბუდისტმა ლამამ გაატარა ტიბეტური ბუდიზმის საუკეთესო ტრადიციებში, სულიერი გზა 16 წლის ასაკში დაიწყო. 1927 წელს, დაახლოებით 75 წლის ასაკში, მან თავის მოსწავლეებს განუცხადა, რომ დადგა დრო მისი გადასვლის სხვა სამყაროში. ინსტრუქციის შემდეგ მათ სთხოვა „30 წელიწადში მისი სხეული მოენახულებინათ“. იტიგელოვი მშვიდობიანად გარდაიცვალა მედიტაციის დროს და მალევე დაკრძალეს კედარის კუბურ ყუთში ლოტოსის პოზაში. მას შემდეგ ის ორჯერ იქნა ექსჰუმირებული და მუმიფიკაციის აქტის არარსებობის მიუხედავად, მისი სხეულის ანალიზმა აჩვენა, რომ ცილის ფრაქციებს აქვს სიცოცხლის მახასიათებლები.
image

9. ქალი გაქვავებული ნაყოფით

1955 წელს, მაროკოელი ქალი, სახელად ზაჰრა აბუტალიბი, მიიყვანეს საავადმყოფოში პირველი შვილის გასაჩენად. როდესაც ექიმებმა თქვეს, რომ საჭირო იყო საკეისრო კვეთა, ქალს პროცედურის ძალიან შეეშინდა და საავადმყოფოდან გაიქცა. მოგვიანებით, ჯერ არ დაბადებული ბავშვი დედის მუცელში გარდაიცვალა და ამის მიუხედავად, მან უარი თქვა მკვდარი ნაყოფის მუცლიდან ამოღებაზე. თითქმის 50 წლის შემდეგ, ის კვლავ საავადმყოფოში მივიდა მუცლის ტკივილის ჩივილებით. ექიმებმა, რაც ადრე სიმსივნე ეგონათ, ყოფილა მისი გარდაცვლილი არდაბადებული ბავშვის კალციფიცირებული ნაშთები. ეს ხდება ძალიან იშვიათად, ისტორიაში მხოლოდ 300-მდე ასეთი ოფიციალურად რეგისტრირებული შემთხვევაა.image








1
702
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
702
  
2022, 7 ოქტომბერი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1