x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
"გული მომიკვდა…ნეტავ, არც მომესმინა.... " - რას წერს განო მელითაური

image


რეჟისორი განო მელითაური, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, მოდელისა და ინფლუენსერის, ნეკა დოროყაშვილის სკანდალურ სასამართლო პროცესს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"ამ ქვეყანაში ადამიანებს უსიყვარულობით აბოროტებენ..


შეიძლება არც იძალადა, მაგრამ გარემოებებმა გაანაწყენებინა და დაათგრუნინა ადამიანი.


აწი სულერთია ვინ მოიგებს ვინ წააგებს..გული მომიკვდა პირდაპირი გაგებით…ნეტა არც მომესმინა….რადგან გოგონები არ მიჰყვებიან სტატუსებს ან დედამთილებს! ოცნებებს მიჰყვებიან.


წარმოდგენებს, რომლებიც სამწუხაროდ მანკიერია კონკიას ან ფიფქიას მსგავსი და ქართული ხალხური ზღაპრების დამსახურებით გოგონების ამ თაობას არავინ ასწავლიდა, რომ ბედნიერების და ჰარმონიის მოსაპოვრბლად საკუთარი თავია მთავარი გმირი….არ ჰქონდა ადამიანს მოლოდინი სიმარტოვის... ვერ გადახარშა და ვსო" - ვკითხულობთ განო მელითაურის პოსტში.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ, ნატალია ნაჭყებიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენება მისცა. მან დეტალურად მოჰყვა ნეკა დოროყაშვილთან მის ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ ყოფილ რძალთან თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მან ასევე დოროყაშვილის მიერ მიწერილი შეტყობინებაც გაასაჯაროვა.



შეგახსენებთ, რომ ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროცესზე ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის, ნატალია ნაჭყებიას ჩვენების მიცემის დროს ადგილი ჰქონდა ცილისწამებას. წარმატებული ქართველი ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლის თქმით, ის ბასილაშვილის დედის წინააღმდეგ სარჩელს მოამზადებს.

0
1330
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1330