x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
შეკითხვა რუბრიკიდან – "რა? სად? როდის?" – რა არის საერთო ბანკნოტებსა და ჯინსს შორის? (პასუხი აქვს)

წარმოიდგინეთ, რომ სათამაშო მაგიდასთან ზიხართ. შემოიტანეს შავი ყუთი, რომელშიც ჯინსის შარვალი და სხვადასხვა ქვეყნის ქაღალდის ფულია. 1 წუთში უნდა თქვათ, თუ რა აქვს საერთო, შარვალს და ფულს? ჯერ იფიქრეთ და პასუხი შემდეგ ნახეთ.


image


პირველად ქაღალდის ფული ძველ ჩინეთში გამოჩნდა. ამასთან, ასეთ ვალუტას, უმეტესწილად, მიცვალებულის დაკრძალვის პროცესში იყენებდნენ – ფულს საფლავის წინ წვავდნენ, იმ მოსაზრებით, რომ ასე ის, იმ ქვეყნად, გარდაცვლილთან მოხვდებოდა.

imageქაღალდის ფული, თავისი სახელის მიუხედავად, ქაღალდზე არ იბეჭდება. ფულისთვის სპეციალურ, მდგრად მასალას იყენებენ, რომელიც ადვილად არ ცვდება და ძირითადად, ბამისგა შედგება.

მაგ., აშშ-ს დოლარი ქსოვილზე იბეჭდება, რომელიც 75 % ბამბის და 25 % სელისგან შედგება. ბანკნოტებს ნეიტრალური ფერი აქვს და სხვადასხვა სიგრძის სინთეტიკურ ბოჭკოებს შეიცავს. ის ძალიან მტკიცეა და რომ გაცვდეს, გადაკეცვის ადგილზე 4000-ჯერ მაინც უნდა გადაიკეცოს.

ბამბა არის ჯინსის ქსოვილის ძირითადი შემადგენელი კომპონენტი. ასე, რომ, ფულს და ჯინსს, სწორედ ბამბა "აერთიანებს".

imageთუმცა, ისევ ფულს მივუბრუნდეთ. ბანკნოტების მოხმარებიდან ამოღების შემდეგ, მისი ხელმეორედ გადამუშავება და ისევ ფულის ბეჭდვისთვის გამოყენება არ ხდება, რადგან მეორადი ნედლეული დაბალი ხარისხისაა და შესაბამისად, ფულიც უხარისხო გამოდის.

სხვადასხვა ქვეყანაში, ფულის უტილიზაცია განსხვავებული მეთოდებით ხდება. მისგან ამზადებენ სამშენებლო მასალას, საკანცელარიო ნივთებს, ნაგვის ურნებს და სხვა. რა თქმა უნდა ამას, ნედლეულის წინასწარი დამუშავების და მავნე ნივთიერებებისგან გასუფთავების შემდეგ აკეთებენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* გოგონები სპორტში – სახალისო ფოტოები

* პერუელი მხატვრის ეროტიკული სიურრეალიზმი (12 ფოტო)

* რატომ უნდოდა „ფანტომასის“ რეჟისორს ფილმის მეოთხე ნაწილის სსრ კავშირში გადაღება და რატომ ვერ გადაიღო?

* პუგაჩოვა სასახლეს ყიდის

* ტიბეტელი ბერები ადამიანის სულზე და სიკვდილის შემდგომ მდგომარეობაზე

* 7 ცნობილი "ფეიკი", რომლისაც ჯერ კიდევ, ყველას სჯერა

* შეეჯიბრეთ დეტექტივს – 5 საქმე – 5 გამოცანა (პასუხები აქვს)



0
1050
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1050
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0